ოჯახი ღამეს იმ მაღაზიასთან ათევს, საიდანაც ცხელი ჰაერი გამოდის - პარიზში მყოფი ქართველი ოჯახის სულის შემძვრელი ამბავი

ojaxi games quchashi atevs

ეს კიდევ ერთი სევდიანი და სულის შემძვრელი ისტორიაა, უცხო ქვეყანაში, უკეთესი ცხოვრების საძიებლად წასული ქართველებისა.

ამჯერად ამბავი საფრანგეთში, კონკრეტულად კი პარიზში მყოფი ქართველ ოჯახზეა, რომელიც უკიდურესი გაჭირვების გამო ღამეს ქუჩაში, ერთ-ერთ მაღაზიასთან ათევს. სევდიან ისტორიას საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გავიგე ქართულად მოსაუბრე პატარა ბავშვის ლაპარაკი და მისი დედის. ოჯახი უკვე მე - 4 დღეა გარეთ ათევს ღამეს. ისინი შეეკედლნენ ერთ-ერთ მაღაზიას, საიდანაც ცხელი ჰაერი გამოდიოდა და, სამწუხაროდ, ასეთი ხალხი ძალიან ბევრია. მე დროის უქონლობის გამო, შეძლებისდაგვარად დავეხმარე და გავაგზავნე ამ მისამართზე: 3 Rue de Lesdiguières. Bastille, სადაც მდებარეობს ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება საბუთის წარდგენაში. აქ მათ შეუძლიათ გაჭამონ დღისით და ღამე გაგათენებინონ კვირაში ერთხელ. ფოტო ინტერნეტიდან, ყურადღების მოსაქცევად.“ - წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი.