ტყუპი ტელეწამყვანი ძმა კორონავირუსმა იმსხვერპლა (საფრანგეთი)

dzmebi bogdanovebi

საფრანგეთში ცნობილი ტელეწამყვანი ტყუპი ძმებო – გრეგუარ და იგორ ბოგდანოვები კორონავირუსმა იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პრესა ავრცელებს.

გრეგური 28 დეკემბერს, მისი ძმა, იგორი კი 3 იანვარს გარდაიცვალა. 72 წლის ძმები კორონავირუსზე აცრილები არ იყვნენ.

ახლობლების თქმით, ძმებს მიაჩნდათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ კორონავირუსისგან დაიცავდა. ისინი არასდროს ყოფილან ავად და სჯეროდათ, რომ ეს ვირუსი მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, ფიქრობდნენ, რომ ვაქცინა უფრო საშიში იყო.

ბოგდანოვები კორონავირუსით დეკემბრის დასაწყისში დაინფიცირდნენ.

ცნობისთვის, ძმები ბოგდანოვები 1980-იან წლებში გახდნენ პოპულარულები, მას შემდეგ რაც სატელევიზიო გადაცემა წაიყვანეს. მათ წლების განმავლობაში სამეცნიერო - ფანტასტიკური სატელევიზიო გადაცემა „Temps X“ მიჰყავდათ. მოგვიანებით კი მათ კიდევ ერთი გადაცემას „TF1“-ს უძღვებოდნენ, რომელი თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხებოდა.