"მე ყველას მოვუსმენ და ყველას დავეხმარები" - როგორ ისმინა ქართველი კაცის ლოცვა ნეტარმა მატრონამ

deda matrona

წმინდა ნეტარმა მატრონა მოსკოველმა ამ წუთისოფელში 67 წელი გაატარა იმისთვის, რომ მის შემყურეთ ღმერთი გვეწამა.

მატრონას უკანასკნელი სიტყვები იყო: "ყველანი, ყველანი მოდით ჩემთან, როგორც ცოცხალთან და მომიყევით თქვენი წუხილის შესახებ, მე დაგინახავთ, მოგისმენთ და დაგეხმარებით..."

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1885 წელს რუსეთში, ტულის ოლქში ნიკონოვების ქრისტიანულ ღარიბ ოჯახში, მეოთხე შვილს ელოდნენ. დედას, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შვილი უპატრონო ბავშვთა სახლში მიებარებინა, რათა შიმშილი აერიდებინა მისთვის. თუმცა მან ნახა სიზმარი. მატრონაზე ორსულ ქალს ადამიანის სახიანი, თეთრი, თვალებდახუჭული ფრინველი დაესიზმრა, რომელიც მას მარჯვენა ხელზე დააჯდა. ქალმა ეს ნიშნად მიიღო და შვილის ბავშვთა სახლში ჩაბარება გადაიფიქრა. და დაიბადა გოგონა, უსინათლო, რომელსაც თვალები საუკუნოდ ჰქონდა დახუჭული, ისევე, როგორც სიზმრად ნანახ ფრინველს. 

ნეტარ მატრონას ცხოვრებაზე სტატიის წასაკითხად, ამ ბმულზე გადადით. დააწკაპუნეთ.

2016 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისთან ახლოს, სოფელ ფარცხანაყანევში წმინდა ნეტარი დედა მატრონას სახელობის ტაძარი აიგო, სადაც წმინდანის მირონმდინარე ხატია დაბრძანებული.

კონსტანტინე ნიქაბაძეზე, რომელმაც წმინდანს შეწევნა სთხოვა, წმინდა მატრონას სახელობის მონასტრის დეკანოზი გიორგი ფხაკაძე ჰყვება.

დეკანოზი გიორგი ფხაკაძე: ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. შემდეგ კონსტანტინე წავიდა მოსკოვში... დასნეულდა. მივიდა ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარში. მან შესთხოვა წმინდანს, თუ დაეხმარებოდა და განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა, მან სიტყვა აასრულა და სოფელ ფარცხანაყანევში ააგო მისი სახელობის ტაძარი. ეს მატრონუშკას ლოცვა-კურთხევაა. მან ინება, რატომღაც აქ, სოფელში მობრძანებულიყო. ჩვენთან, ფარცხანაყანევში.

2016 წლიდან დედა მატრონუშკას წერენ წერილებს, თხოვნებს და მოაქვთ ჩვენთან. ჩვენ ვაგროვებთ, მერე მიაქვთ მოსკოვში, დედა მატრონუშკას მონასტერში. წერილებს იქ კითხულობენ, მოიხსენიებენ მათ დამწერებს, ზოგი საიდუმლოებაში იწირება. როგორც გადაწყვეტენ.

ამ ტაძრის ამგებს, კონსტანტინეს ძმა ჰყავს ხატმწერი, რომელმაც გადაწყვიტა, დედა მატრონას ხატი დაეწერა. რამდენიმე თვეში ხატს წმინდა ზეთი წამოუვიდა, რასაც ჩვენ მირონს ვეძახით. ზიარების შემდეგ ამ ზეთს ვცხებთ ხოლმე მაზიარებლებს.

უნდა გწამდეს, რომ განიკურნო.

ნეტარი მატრონას ხატზე წამოსული ზეთით, ბევრი განკურნებულა... ის ქვრივ-ობოლთა, უსახლკაროთა მფარველია. ეწევა ყველას, ვინც შესთხოვს...

თავისი სიკვდილის შესახებ მატრონამ სამი დღით ადრე იცოდა და დატოვა ანდერძი: „მრავალი წლის მერე ადამიანები გაიგებენ ჩემს სახელს და გუნდ–გუნდად ივლიან გასაჭირში დახმარებისათვის, რათა ვილოცო მათთვის უფლის წინაშე. მე ყველას მოვუსმენ და ყველას დავეხმარები.“

მართლაც, მოსკოვის დანილოვის სასაფლაოზე მისი მარადიული განსასვენებელი განსაკუთრებული სიწმინდეა, სადაც ყოველი კუთხიდან მოდიან მომლოცველები და ნეტარი არავის აკლებს თავის მეოხმყოფობას!

 

ასევე დაგაინტერესებთ: "წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს

რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."

"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა