მაკა ბოჭორიშვილი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელისა სპიროპალისთან.

მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და აღნიშნეს ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან თანამშრომლობის კონტექსტში.

საუბრისას ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მისწრაფებებს და ამ თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

შეხვედრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა ალბანელ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში მიიწვია.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.