დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მამა გაბრიელის ხატთან დაკავშირებული ეს სასწაულები ქალაქ რუსთავში მცხოვრებ ქალბატონს უკავშირდება. რვა წლის წინ, მარინეს ოჯახში, 78 ხატს წელიწადისა და ოთხი თვის მანძილზე სდიოდა მირონი. ხატებს ბევრი კურნება და სასწაული უკავშირდება. შემდეგ ხატები ოჯახმა მონასტრებს შესწირა.
ისტორიებს "პრაიმტაიმის" მკითხველს ამ სასწაულის მომსწრე, ქალბატონი მარინე უამბობს.
მარინე: მამა გაბრიელის ბევრი ხატი გავაჩუქე. ჩვენთან მოსალოცად მოსული ბიჭებიდან, ბევრი გაბრიელი იყო... მქონდა ჩემი შვილის ნაჩუქარი ერთი ხატი, არ მეგონა თუ მამა გაბრიელის იმ ხატს გავაჩუქებდი, მაგრამ მომიწია. შემდეგ მეზობელმა მომცა თავისი ხატები, გააჩუქე, ბევრი ხალხი დადის შენთანო. ამ ხატებს შორის იყო ისეთივე ხატი მამა გაბრიელის, რომელიც გავაჩუქე. ვიფიქრე, ამ ხატს ჩემთვის დავიტოვებ-მეთქი. ძალიან მიყვარს კონკრეტულად ეს ხატი და არსად მხვდებოდა, რომ შემეძინა.
ერთხელ ბათუმიდან მოვიდა ოჯახი. ორი წლის ბიჭი მოიყვანეს, მძიმე დიაგნოზით. გულში ვამბობ, ნეტა გაბრიელი არ ერქვას-მეთქი. მოილოცეს და რა ჰქვია-მეთქი? - ვიკითხე. გაბრიელიო, მამამ მიპასუხა. სხვა გზა არ იყო, უნდა მეჩუქებინა ხატი. გავაცილე ესენი და შემოდის ჩემი შვილის მეგობარი, მარინა დეიდა, ხატი ეგდო მიწაზეო. მანქანის საბურავი იყო გადატარებული ზემოდან და მაწვდის მამა გაბრიელის ხატს, რომელიც გავატანე ამ ოჯახს. ხელიდან დავარდნიათ... ავიღე ხატი და გამიხარდა! ჩემგან წასვლა არ უნდოდა-მეთქი, ვიფიქრე. შემოვიტანე და საძინებელში პატარა კუთხეში დავდე.
ორი კვირის შემდეგ მრევლი მოსალოცად მივდიოდით (ან მცხეთაში, ან ყინწვისში, ზუსტად ვერ ვიხსენებ). თავსაფარი ავიღე და ეს ხატი გადმოვარდა. არც ორპირი იყო, თითქოს არც შევხებივარ. ვერ მივხვდი, საიდან როგორ ჩამოვარდა. ამ დროს დამირეკეს, მანქანა მოვა და გამოყევიო. მე ვუთხარი, პირველი წავიდეს, მე მეორეში ჩავჯდები-მეთქი. რაღაც მოვიმიზეზე იმისთვის, რომ ხატისთვის მოსაბოდიშებლად პატარა ლოცვა წამეკითხა. მოკლედ, ლოცვისთვის შევყოვნდი... და ის პირველი მინივენი ავარიაში მოჰყვა... (საბედნიეროდ ყველა უვნებელი გადარჩა)
მამა გიორგი პავლოვთან მამა გაბრიელის ეს ხატი წავაბრძანე და ისტორია მოვუყევი. ჩარჩოს გავუკეთებ, პატარა წიგნში მიდევს და ხატს თხელი გვერდები ეცრიცება-მეთქი, ვუთხარი. მარინე, დიდი წიგნი არ გაქვსო? - მკითხა. მივედი სახლში და დიდ წიგნში ჩავდე ხატი.
დღემდე მაქვს ჩარჩოს გარეშე, ამ ისტორიებით და ძველი ნაიარევით.
ასევე დაგაინტერესებთ: „ტაძრის კედლებმა ზანზარი დაიწყო, ცეცხლის ალიც ავარდა, შეშინებულები გამოცვივდნენ ეზოში...“ - რა მოხდა სვეტიცხოველში მაცხოვრის კვართის მოძიების დროს