„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
30 დეკემბრიდან საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები იწყება. ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენებისა და არდადეგების პერიოდები.
2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები მოსწავლეებისთვის წელს სამშაბათს, 30 დეკემბერს დაიწყება და 2026 წლის 14 იანვარს დასრულდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, მათ ნაწილში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან იწყება. როგორც ცნობილია, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ დასვენებისა და სწავლის დაწყების თარიღები.