1764879682
გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს.
ფაქტთან დაკავშირებით, გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს და სამართალდამცველებს დროული რეაგირებისთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, საგურამოში მდებარე სახლის დაყაჩაღებისას მძიმედ დაშავდა ადამიანი, რომელიც მის სახლს აქცევდა ყურადღებას.
დაშავებულის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. თუმცა კლინიკაში რჩება.
რაც შეეხება ყაჩაღობაში ბრალდებულებს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს
1764878841












