WizzAir სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1727984106
საფრანგეთში მოკლული 25 წლის ბიჭის ალექსი გოგუას მეუღლე, ტასო კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო, მე ახლა გავიღვიძე, შენი ჩახუტების გარეშე გავიღვიძე. შენს გარეშე გავიღვიძე. როგორ მეჩხუბებოდი ხოლმე გვიან რომ ვიღვიძებდი.
გახსოვს ეს ბოლო რამდენიმე დღე თითქმის გათენებამდე არ გვეძინა, არ ვიცი რატომ. მე სულ გეუბნებოდი ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ ძილისთვის მოვიცალოთქო, რამ მათქმევინა. ძალიან მენატრები, ძალიან მიყვარხარ. რატომ არ მესიზმრები? რატომ არ მოდიხარ ჩემთან?
გაიღვიძე ბუთქუნია… გავიღვიძე ჩემო სიყვარულო“, - წერს გარდაცვლილის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში შელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 25 წლის მოქალაქე ალექს გოგუა მოკლეს. შემთხვევა ქალაქ მარსელში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ კაცთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს.
ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.