nino

1695586386

VIDEO: „ბევრი აკრძალვებია ჩვენთან, არის შიდა კანონები...“ - რას ამბობს ნინო სუხიშვილი ანსამბლში არსებულ დისციპლინაზე?

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ნინო სუხიშვილის ვიდეო, სადაც იგი მოცეკვავეებს მიმართვას.„ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან...“, - ამბობს ნინო სუხიშვილი ვიდეოში.ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნინო სუხიშვილი ანსამბლში არსებული დისციპლინაში ჯერ კიდევ 2021 წელს გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე საუბრობდა.ნახეთ ვიდეო:  

ნიკო და სალომწ

1695585323

VIDEO: „ეჭვიც არ ამიღია...“ - როგორ სთხოვა ნიკო ქართველმა სალომე უშხვანს ხელი

ნიკო ქართველი „რუსთავი 2-ის“ „შუადღესთან“ იხსენებს, როგორ სთხოვა ხელი სალომე უშხვანს. „ასე უცბად და სპონტანურად გადავწყვიტე ხელის თხოვნა“, - ამბობს ნიკო ქართველი.მე საერთოდ არ ველოდი, ძალიან მოულოდნელი იყო, ეჭვიც არ ამიღია, ვერ ვიფიქრებდი, რომ ხელს მთხოვდა, ისედაც აშკარა იყო ჩვენი ურთიერთობა“, - ამბობს სალომე უშხვანი.

სანდრო

1695585129

დაშორდა თუ არა თათია შარანგიას მეუღლე ახალი რჩეულის გამო - რა არის ცნობილი წყვილზე

სანდრო შელიამ რჩეულს ხელი სთხოვა.  მისი რჩეული ჟურნალისტი ნინუცა ხუბუტიაა.  ნინუცა საინფორმაციო გადაცემის წამყვანია. წყვილმა ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია დღეს გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ წყვილი, დაახლოებით, ერთი წელია ერთადაა.ცნობისთვის, სანდრო შელიამ და თათია შარანგიამ საზოგადოებას ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ  2022 წლის ივნისში აცნობეს.ასევე დაგაინტერესებთ:აფრიკული ანტიციკლონი დაბრუნდება... - როგორი იქნება სექტემბრის ბოლო კვირა საქართველოში,,ახლა პირდაპირ მაწვება სათქმელად, რომ საქართველოს...“ - ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველებათათია შარანგია და ჯარჯი თორაძე სამოგზაუროდ წავიდნენ

შარანგია

1695583726

თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე სამოგზაუროდ წავიდნენ

თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე სამოგზაუროდ წავიდნენ. როგორც ტელეწამყვანის სოციალური ქსელით ირკვევა, წყვილი საფრანგეთში ისვენებს. შეგახსენებთ, რომ თათია შარანგიამ რამდენიმე კვირის წინ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ჯარჯი თორაძეს დაშორდა, თუმცა წყვილი რამდენიმე დღეში შერიგდა. ასევე დაგაინტერესებთ:სანდრო შელია დაოჯახდა - ნახეთ, ვინ არის მისი რჩეული,,ახლა პირდაპირ მაწვება სათქმელად, რომ საქართველოს...“ - ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველებააფრიკული ანტიციკლონი დაბრუნდება... - როგორი იქნება სექტემბრის ბოლო კვირა საქართველოში

ბავშვზე ძალადობა

1695581923

„მამა მაყურებინებდა ვიდეოებს და მთხოვდა იმავეს გამეორებას“ - 12 წლის გოგონამ საკუთარი მამა სექსუალურ ძალადობაში ამხილა

12 წლის გოგონამ საკუთარი მამა სექსუალურ ძალადობაში ამხილა. ბავშვმა დუმილი ბოლო ძალადობიდან 4 წლის შემდეგ დაარღვია და გამომძიებელს, ფსიქოლოგის თანდასწრებით, გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე უამბო. დეტალები შემზარავია და "კურიერიP.S-ი" გამოკითხვის ოქმის შინაარსს მხოლოდ ნაწილობრივ ასაჯაროებს."მამა მაყურებინებდა ვიდეოებს და მთხოვდა იმავეს გამეორებას. ეს რამდენჯერმე მოხდა, მაშინ, როცა მარტო ვრჩებოდით და დედა სამსახურში იყო. მეუბნებოდა, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა და ეს ჩვენი საიდუმლო იყო. ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც 8 წლის ვიყავი. შემდეგ მამა დედაზე ძალადობისთვის დააკავეს," - ნათქვამია გამოკითხვის ოქმში.ბავშვი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც გაიგო, რომ ცოლზე ძალადობისთვის დაპატიმრებული მამა ციხეს მალე დატოვებდა.43 წლის მამაკაცს, მეუღლის გაუპატიურებისა და ცემის ბრალდებით, 7 წელი მიუსაჯეს. 4 წელი გავიდა და მოძალადე ყოფილ ცოლთან თითქმის ყოველდღიურად რეკავდა - ითხოვდა პატიებას და სასჯელის შესამსუბუქებლად წერილობით თანხმობას. ქალი თითქმის დაითანხმა, დედამ გადაწყვეტილება შვილებს უთხრა. 12 წლის გოგონა მამის შესაძლო გათავისუფლების ამბავმა შეძრა და 4 წლიანი დუმილი დაარღვევინა.მას შემდეგ კი, რაც ადვოკატი აიყვანა, სავარაუდო მოძალადემ დუმილი არაღიარებით შეცვალა - 12 წლის შვილი ტყუილში დაადანაშაულა, ყოფილი მეუღლე კი, ბავშვზე ზემოქმედებაში. დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 43 წლის მამაკაცი ციხეში გამოჰკითხეს. "კურიერიP.S-ი" მის ადვოკატს დაუკავშირდა, რომელმაც შეხვედრაზე უარი გვითხრა.ამ პოზიციასთან ერთად, ინცესტში მხილებული კაცი ცოლს მეორე შვილით აშანტაჟებს, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ბავშვი არასრულწლოვანია და ქვეყნიდან გაყვანისთვის მამის თანხმობა სჭირდება.რა მტკიცებულებები იძებნება შემზარავი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეში - 12 წლის გოგონას დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ აქვს. ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ ინცესტში მხილებული მამაკაცისთვის ბრალის წარსადგენად, საკმარისი დოკუმენტები შეგროვდა. 12 წლის ბავშვის ინტერესების დამცველმა, გამოძიების დაჩქარება კიდევ ერთხელ მოითხოვა. პარალელურად, ამზადებს სარჩელს, სავარაუდო დამნაშავისთვის მამობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით.12 წლის გოგონას ისტორია, სავარაუდოდ ბავშვზე ძალადობის მძიმე სტატისტიკაში ჩაიწერება. ირკვევა, რომ მონაცემები ყოველწლიურად იზრდება. საკითხზე მომუშავე უფლებადამცველები გამოკვეთილ ტენდენციებს სწავლობენ - ირკვევა, რომ მოძალადე უმეტესად არასრულწლოვანის ახლო გარემოცვიდან არის.არასრულწლოვანზე სექსუალური მოძალადეები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პედოფილთა ბაზაში ხვდებიან. ამ ბედს გაიზიარებს 12 წლის გოგონას მამაც, თუ სექსუალური ძალადობის ფაქტებს სასამართლო დაადასტურებს.

სანდრო შელია

1695576024

სანდრო შელია დაოჯახდა - ნახეთ, ვინ არის მისი რჩეული

სანდრო შელია დაოჯახდა. მისი რჩეული ჟურნალისტი ნინი ხუბუტიაა. წყვილმა ფოტო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.  

ექიმი

1695575497

,,უმამობა ვერ შეძლო და მასთან წავიდა... სიტყვებს თავს ვერ ვუყრი...“ - რას წერენ ახლობლები გარდაცვლილ ექიმზე

ქუთაისში ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა.მონიკა დანელიას ახლობლები ემშვიდობებიან. „მზე მომიკვდა დღეს...ვერაფრით ვერ ვხსნი ამ უბედურებას. უმამობა ვერ შეძლო და წავიდა ამასთან. ჩემო საყვარელო მონიკა ექიმო, ვერ ვიჯერებ, რომ არ აღარ გვყავხარ“,  წერენ ახლობლები., 

მგზავრი

1695574012

ვინ არის მემილიონე მგზავრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრი მიიღო.აეროპორტში ფრანკფურტის რეისს საზეიმოდ დახვდნენ.მემილიონე მგზავრი კი გერმანიის გერმანიის მოქალაქე პიტერ გოითზინგერი აღმოჩნდა.იგი არის ბლოგერი კვების მიმართულებით და აპირებს მეუღლესთან ერთად საქართველოში ერთი თვით დარჩეს.

ავარია

1695567522

ავარია მარნეულში - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში - თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი „მერსედესის“ მარკის მანქანას შეეჯახა.ავარიის შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი და „ტოიოტაში“ მყოფი მგზავრი დაშავდნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

ექიმი

1695565501

ქუთაისში ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში ახალგაზრდა ექიმი, მონიკა დანელია გარდაიცვალა. ინფორმაციას, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი ავრცელებს. „არაჩვეულებრივი ადამიანი, განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობებით გამორჩეული, პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმი დააკლდა ჩვენს კლინიკას.კლინიკის ადმინისტრაცია, თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მონიკა დანელიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს მეგობრებს, კოლეგებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ტექნიკური უნივერსიტეტი

1695320458

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დეკანის, პროფესორ ოთარ გელაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, ოთარ გელაშვილის ღვაწლი სახელმწიფომ სათანადოდ დააფასა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 67 წლის ასაკში გარდაიცვალა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი ოთარ გელაშვილი და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს და კოლეგებს.ჩვენ გვერდით აღარ არის ძვირფასი კოლეგა, მეგობარი, პედაგოგი და მეცნიერი, პროფესორი ოთარ გელაშვილი. მთელი თავისი ცხოვრება მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიუძღვნა და ქვეყანას ღირსეული თაობები, აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები აღუზარდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები 160-ე მეტ სამეცნიერო ნაშრომშია თავმოყრილი. ოთარ გელაშვილის ღვაწლი სახელმწიფომ სათანადოდ დააფასა და „წლის ინჟინრის“ წოდება მიანიჭა.ბატონი ოთარის სახელი სამუდამოდ დარჩება უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში, მუდამ მადლიერებით გავიხსენებთ ჩვენს მეგობარსა და კოლეგას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, მეგობრებს, მის აღზრდილებსა და კოლეგებს. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - ნათქვამია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.ამასთან, აღნიშნავენ, რომ ოთარ გელაშვილი 1983-2001წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი.„2002 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის პროფესორი. 1995-2005წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის არასაბიუჯეტო სწავლების განყოფილების უფროსი. 2005 წელს ასრულებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 2006-2007წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსი. 2007-2016 წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი. 2016-2017წწ. - დეკანის მოადგილე. 2017 წლიდან სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი. 2017 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ტრანსპორტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. 2018 წლიდან სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის ხელმძღვანელი. 2007 წლიდან სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის "ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა" მთავარი რედაქტორი. 2004 წლიდან სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის "ტრანსპორტი" სარედაქციო საბჭოს წევრი. 2007 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "მექანიკის პრობლემები" მთავარი რედაქტორის მოადგილე. 2008 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი.ოთარ გელაშვილის მიერ დამუშავებულია ავტომობილების საწვავეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლების ახალი მეცნიერული მიმართულება, რომლის შედეგები დანერგილია სხვადასხვა რეგიონის ავტოსატრანსპორტო საწარმოებში, და საქართველოს სხვადასხვა (შ.პ.ს. "საქართველოს რკინიგზა", ს/ს "თელასი" და სხვა) სატრანსპორტო კომპანიებში. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2005 წელს მიენიჭა "წლის ინჟინრის" წოდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.ასევე ნახეთ:ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გაიტაცეს და სცემეს - ლექტორი გარდაიცვალა„ფამფალა“, „ტონი“, „როკო“ - პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა„ავტომობილს სისხლის კვალი და 19 ნატყვიარი აქვს“ - ვრცელდება სტამბოლში მომხდარი დანაშაულის კადრები

აცრა

1695315891

პაპილომა ვირუსზე აცრას 46 წლამდე ქალები და 27 წლამდე კაცები უფასოდ შეძლებენ - NCDC

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა.ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგოებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.15 წლამდე გოგოებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.15-დან – 45 წლამდე გოგოებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.15-დან 26 წლამდე ბიჭებისა და კაცებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგოებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.13-45 წლის ასაკის ქალებისა და 13-26 წლის კაცებისათვის გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის მომსახურება) ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ, იხილოთ აქ:ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.„პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები“, -  აღნიშნავს NCDC.ასევე დაგაინტერესებთ:„სროლა და მკვლელობა სტამბოლის ცენტრში“ - თურქეთში, „კანონიერი ქურდების“ ოჯახის წევრები დაჭრეს„ყველაზე საშინელი ხმაა, მიწას რომ აყრიან, თავიდან იმდენად შემზარავი იყო, ყურებზე ხელს ვიფარებდი…“ - სევდიანი ინტერვიუ სასაფლაოდან„ორი ვერსიაა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია...“ - რას ამბობს ადგილობრივი დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე