დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ომიკრონი“ გადაუვლის საქართველოს.. ვინც აცრილი არ არის, საბედისწეროდ დააგვიანეს - ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს და ვრცელ შემაჯამებელ პოსტს აქვეყნებს.
1. „ფაიზერის“ ვაქცინის ვადა არის 9 თვე, წარმოების დღიდან!
2. ბოლო კვლევებით და წამოებლის დასკვნით. „ფაიზერის“ ვაქცინა ჩვეულებრივ მაცივარში (2-8 გრადუსი) შეიძლება მოთავსდეს 31 დღე, ნაცვლად ადრინდელი 5 დღისა.
3. ყველაზე ეფექტური ვაქცინებია „მოდერნა“ და „ფაიზერი“ და არავითარი ჩინური ვაქცინები... დღესაც რომ იცრებიან საქართველოში ჩინური ვაქცინებით, წარმოუდგენელია. ექიმებიც დამნაშავეები არიან. სად არის ექიმების პროტესტი?! თქვან, რომ არ აცრიან მოსახლეობას არაეფექტური ვაქცინებით. სირცხვილია. მე რომ ჯანდაცვის მინისტრი ვიყო, ასეთ ექიმებს ლიცენზიას ჩამოვართმევდი. ეს ხომ ყვავილი არ არის, ეს მომწონს და ის არა, ეს არის ვაქცინები და ადამიანთა სიცოცხლეები. გაეცანით კვალიფიციურ კვლევებს! დავდე ჩემს გვერდზე!
4. ფაქტია, საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. გავაკეთე პლატფორმა. ყველას შევთავაზე, გავაკეთოთ აკრედიტაცია, უწყვეტი სამედიცინო განათლება... ვინ ამყვა? ენდოკრინოლოგიის ასოციაციის გარდა, ფაქტობრივად, არც ერთმა სამედიცინო ასოციაციამ არ ამიბა მხარი. სამედიცინო დაწესებულებიდან მხოლოდ ოთხმა გაიარა აკრედიტაცია. რას ელოდებიან?
5. 471 მულტიპროფილური საავადმყოფოა საქართველოში რეგისტრირებული. მილიონობით ფული მიდის შავ ხვრელში.
6. პატრიარქი არის ერის მამა, ერის გამაერთიანებელი. ამ ქვეყანაში ყველა არავინ და არაფერი აღარ დარჩა გამაერთიანებელი, ყველა ყოფს და ერთადერთი ადამიანია პატრიარქი, ვინც ერს აერთიანებს.
7. ანტივაქსერები ჩვეულებრივი მეხუთე კოლონაა, ამოფარებული არიან ვითომ პატრიოტიზმს, ვითომ ეკლესიას, რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებენ.
8. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. „ომიკრონი“ გადაუვლის საქართველოს. ვინც ახლა აცრილი არ არის, მათ უკვე საბედისწეროდ დააგვიანეს. ვინც დღეს აცრილი არ ხართ, დაინფიცირდებით. ნურავის აბრალებთ, თქვენი ბრალია, ყველაფერი იცოდით, მილიონჯერ დაგიღეჭეთ. თუ რუსული რულეტკის თამაში გინდათ, კი, ბატონო, თქვენი ცხოვრებაა.
9. ვინც ჩინური ვაქცინებით ხართ აცრილი, ფაქტობრივად, აცრილი არ ხართ. უნდა აიცრათ ორი დოზა „ფაიზერით“ და მესამე - ბუსტერით. სამ-ოთხ თვეში, ალბათ, მეოთხე დოზაც იქნება საჭირო. კვლევები მიმდინარეობს, ევროპაში, ისრაელში, დაველოდოთ.
10. რომ ამბობენ, ვაქცინები ღმერთის საწინააღმდეგოაო, ტყუილია. მე არ ვარ ძალიან მორწმუნე ადამიანი, მეცნიერი ვარ და რელიგიას ვუყურებ „ძალიან“ ლაითად, მაგრამ ვაღიარებ, რომ ამ სიტუაციაში უფრო ვიწამე ღმერთის. ასე მალე ვაქცინის და წამლების გამოგონება ამ ვირუსის წინააღმდეგ მეცნიერულად თითქმის შეუძლებელი იყო და ღმერთი მართლა არსებობს, რომ ეს შესაძლებელი გახადა. მარტივად გეტყვით, ვირუსი ეშმაკისეულია, ღმერთი გვეხმარება, ვაქცინით, პირბადით, ადამიანები კი ამ წყალობას უარყოფენ და ეშმაკს ირჩევენ.
11. შეკითხვა მაქვს ვაქცინაციის საბჭოსთან, რას აკეთებენ მანდ? შეკითხვებია სტატისტიკის მიმართულებით. მე ბატონ ამირან გამყრელიძეს ჯერ კიდევ შარშან ვეუბნებოდი, რომ სიკვდილიანობის გაშიფრული სტატისტიკა საჯაროდ უნდა გამოქვეყნებულიყო. ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 14 000 ადამიანზე მეტი. უნდა დაიდოს 2021 წლის სტატისტიკა, რამდენი მამაკაცი, რამდენი ქალი გარდაიცვალა, რა ასაკობრივი კატეგორია, რამდენი არავაქცინირებული, რამდენი ვაქცინირებული და რომელი ვაქცინებით. ვიცი, რომ არსებობს ეს სტატისტიკა და მაჩვენებლები იგივეა, რაც სინგაპურში, ცოტა უფრო რთული.
12. დადონ საჯაროდ ეს სტატისტიკა, სეგმენტების მიხედვით. რატომ არ დებენ, იცით? საჯაროდ რომ დადონ, მერე კითხვები დაისმება, თუ იცოდით, ჩინური ვაქცინით ვაქცინირებულებში სიკვდილიანობა რომ უფრო მაღალია, რატომ სთავაზობთ მოსახლეობას მაინც ჩინურ ვაქცინას?! ეს სტატისტიკა რომ დადონ, ნიშნავს, თავი გილიოტინაზე დადონ, ამიტომ არ აქვეყნებენ.
13. ჯერ კიდევ ნოემბერში გაფრთხილებდით, რომ დეკემბერი/იანვარი იქნებოდა მძიმე. ქვეყანა მოუმზადებელია. უკვე დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. სიკვდილიანობის მატება იქნება იანვრის ბოლოს. გადაიღალა სამედიცინო სექტორი. ექიმების, ექთნების ხელფასების მატებაზე, მათ დასვენებაზე არავინ ლაპარაკობს.
14. დღეს საოცრება გავიგე - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მოახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. მე უკვე მივწერე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თბილისის ოფისს. ასეთი მობილური ჯგუფების შექმნა არის აბსურდი და კომუნისტური პროკურატურის სადამსჯელო ოპერაცია. ეს ნიშნავს, რომ გონზე არ არიან, როგორ უნდა ხდებოდეს საავადმყოფოებში ინფექციის კონტროლი.
15. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მისი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა ამ რთულ დროს. მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი. ის აბსურდული რჩევები, რაც მრჩევლებმა მოუმზადეს, სახეზეა და იქნებ დაფიქრდეს ჩვენი მინისტრი, რომ სანამ დროა, მოიშოროს ეს ხალხი. ეს ადამიანები მინისტრს ჩაძირავენ. ჭაობში უკვე ჩაადგმევინეს ცალი ფეხი.
16. ამ სიტუაციაში მე ვეწინააღმდეგებოდი ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას, რადგანაც წინა ხელმძღვანელობა უკვე გარკვეული იყო ვითარებაში, მეტ-ნაკლებად კარგად თუ ცუდად რაღაც კეთდებოდა. თუ არ კეთდებოდა, ვიცოდით, სად იყო შეცდომები.
17. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის ახალი ჯანდაცვის მინისტრი. მას მივმართავ, მოიშოროს ის ხალხი, ვინც 2 წელია, ვერ მართა ეფექტურად ვერც პანდმია, ვერც ჯანდაცვის სისტემა. შეკითხვა მაქვს, თუ წინა ჯანდაცვის მინისტრი უნდა გამოცვლილიყო, დანარჩენი ხალხი, ვინც პროცესში იყო ჩართული, რატომ დატოვეთ? თუ უშვებთ, ყველა გაუშვით, დამიჯერეთ, არ დაიქცევა ქვეყანა.
18. ბატონმა ამირან გამყრელიძემ ერთხელ განაცხადა, გადავდგები, მაგრამ ქვეყანაში ჩემზე უკეთესი არავინ არის და ქვეყანას ხომ არ მივატოვებო. საჯაროდ მოგმართავთ - აგერ ვარ მე, გიორგი ფხაკაძე, თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე, ოღონდ შემდეგი პირობებით: 1. ხელფასი არ მინდა;
2. არავითარი კორუფციული გარიგებები და ა.შ.;
3. ვისაც გადავწყვეტ, დავტოვებ სამსახურში, ვისაც არა - გავუშვებ, ვიღაცების ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, სუს-ის კადრებს, საყვარლების და ა.შ. სამსახურიდან გავუშვებ. დარჩებიან ისინი, ვინც არიან პროფესიონალი ექსპერტები. შეიძლება, ვინმე პიროვნულად არ მომწონდეს, მაგრამ თუ პროფესიონალია, არასდროს მექნება მასთან თანამშრომლობის პრობლემა.
19. კიდევ ერთხელ მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ყველა გაუშვით სამსახურიდან, ვინც ამ 2 წელიწადში დააქციეს ჯანდაცვის სისტემა და მავნებლობის გარდა ვერაფერი გააკეთეს. საჯაროდ ვეუბნები ჯანდაცვის მინისტრს, რომ ეს ხალხი მას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. მოიშორეთ
20. მე ვიცი, რომ მე ახლა საქართველოში არავინ დამიძახებს. ეს თქვენც იცით. შანსი ნულია, რომ ახლა მე საქართველოში რაიმე თანამდებობა შემომთავაზონ, რადგან ჩემთან კორუფცია, ნეპოტიზმი არავის გაუვა. გაიხსენეთ ასევე, წინა საკოორდინაციო საბჭოზე რასაც ვაკეთებდი - პირში ვეუბნებოდი პრემიერს, რასაც ვფიქრობდი. სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. მაგრამ ვინ ისმენს?! სადღეგრძელოებში არიან გადავარდნილი. არ გამოვადგები ბიჭებს, რადგან ჯიგრული პონტი და კორუფცია არ ვიცი, „გაგება“ არ მესმის, ვარ ძალიან პირდაპირი
21. ქვეყანაში არ გვაქვს უწყვეტი სამედიცინო განათლება, არ გვაქვს სტანდარტები, გამოდიან და პატრული უნდა მოვაწყოთ საავადმყოფოებშიო. მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს - დაფიქრდით, რასაც აკეთებთ, თქვენ შეგიყვანეს შეცდომაში, დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ.
22. გავიმეორებ - ჯანდაცვის მინისტრის წარმატება ახლა არის ქვეყნის წარმატება. არ ვიცნობ იმ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის. ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, მე პოლიტიკასთან საქმე არ მაქვს. ჩემი ერთადერთი ინტერესია, ჯანდაცვის მინისტრი იყოს წარმატებული, ვინაიდან მისი წარმატება არის ქვეყნის წარმატება. მინისტრისთვის ზურგს უკან მიწის თხრა ნიშნავს, რომ ქვეყანას უთხრი მიწას. ეს უნდა გავითავისოთ. პანდრემიის დროს ყველა უნდა დავირაზმოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ მთელი ჩვენი რესურსი მივმართოთ იქითკენ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და როგორ შევუწყოთ ხელი ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ფაქტობრივად, არ არსებობს. არის ჩვეულებრივი, კლანური სისტემა, რომელიც მთლიანად ფულის მართვაზეა გადართული. ბატონო მინისტრო, საჯაროდ მოგმართავთ, დახმარება გნებავთ? დამირეკეთ, ჩემი საკონტაქტო ნომრები ყველასთვის ცნობილია.