მარი ბაბეტას ხვალ დაკრძალავენ - რომელი ტაძრიდან გამოასვენებენ ტრაგიკულად დაღუპულ მოცეკვავეს

მარი ბაბეტა

მოცეკვავე,  29 წლის მარი ბაბეტა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ხვალ დაკრძალავენ. ინფორმაციას მისი ახლობელი, გემა ხაგუში ავრცელებს.

„გასვენება ხვალ, 14:00 საათზე, ტაძრიდან (ფერდობის ხარების ტაძარი)... მუხათგვერდის სასაფლაოზე,“ - წერს ყოფილი „პრაიმჰაუსელი“.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მოცეკვავე, პირველად, "X-ფაქტორში" გაიცნო მაყურებელმა. წლების განმავლობაში, რეპერ "შავი პრინცის" მეუღლე იყო. წყვილს საერთო შვილი გოგონა ჰყავთ. განქორწინების შემდეგ, ბაბეტა, მშობლებთან და შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა. გარდაცვლილს 14 წლის ქალიშვილი დარჩა.

მოზარდის დასახმარებლად, სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერი ქვეყნდება, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლია: #GE95BG0000000539654138 - ბაბეტა თოფურია

ასევე ნახეთ:

„თავისი შვილისთვის ცხოვრობდა და ყველაფერს აკეთებდა... უბედური შემთხვევის მსხვერპლია“ - გემა ხაგუში

მარი ბაბეტა ჰიპ-ჰოპ არტისტის, „შავი პრინცის“ ცოლი იყო - რას წერდა მასზე, წლების წინ, ცნობილი მოცეკვავე

ვრცელდება მდუმარე ბერის მორიგი წერილი