მარი ბაბეტა ჰიპ-ჰოპ არტისტის, „შავი პრინცის“ ცოლი იყო - რას წერდა მასზე, წლების წინ, ცნობილი მოცეკვავე

შავი პრინცი

თბილისში, წუხელ ღამით დაღუპული ახალგაზრდა, ცნობილი მოცეკვავე მარი ბაბეტა ქუთაისელი ჰიპ-ჰოპ არტისტის, შავი პრინცის, იგივე აკაკი ბაბუნაშვილის ყოფილი მეუღლე და მისი შვილის დედაა.

ვერა და ვერ მოგინელე, დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ამ დედამიწაზე აღარ ხარ. ძალიან მენატრები, სიტყვებით ვერ აგიღწერ... 

მერე რა, რომ ერთად აღარ ვიყავით, ეს ჩვენი პირადი საქმეა! არ ვარ არავისთან ვალდებული. რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე ვიქადაგო. მე გულში სულ მყავდი და რომ იცოდე, სულ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ.

შენს მერე ვერავინ შემივსებს ვერც სულს, ვერც გულს. ჩემი ქმარი და ჩვენი ანგელოზის, ბაბის მამა... ღმერთს მადლობა, რომ შენგან ასეთი საჩუქარი უფალმა გვაჩუქა. ჩემი სუნთქვა, ჩემი შვილი, ბაბი...

შენ ჩემი არა მარტო სიყვარული იყავი, გამზარდე კიდეც და კიდე მრავალი მოწაფე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან აკლიხარ და ენატრები...

ღმერთმა შენი სუფთა სული ნათელში ამყოფოს.

მუდამ გვემახსოვრები, უსასრულოდ... შენ არ მომკვდარხარ, ჩვენს გულებში სულ იცოცხლებ...“ - წერდა მარი ბაბეტა. 

ცნობისთვის, რეპერი 2019 წელს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემა დასახელდა.

ასევე ნახეთ:

„14 წლის შვილი დარჩა, მანქანა დაეჯახა შარდენთან...“ - რას ჰყვება მარი ბაბეტას მეგობარი

„ასეთ სისასტიკეს არ იმსახურებდი...“ - ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც ქმარმა მოკლა