რა ხდება ადგილზე, სადაც ნორიო-მარტყოფის სოფელ დიდ ლილოსთან დამაკავშირებელი ხიდი ჩავარდა

ნორიოს გზა

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.