„თავისი შვილისთვის ცხოვრობდა და ყველაფერს აკეთებდა... უბედური შემთხვევის მსხვერპლია“ - გემა ხაგუში

მარი ბაბეტა

ცნობილი მოცეკვავის, მარი ბაბეტას გარდაცვალების ფაქტს „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, გემა ხაგუში ეხმაურება. მისი თქმით, მომხდარი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

ეს არხები რომ წერთ, იპოვესო...  სად მოხდა, საერთოდ იცით? იპოვეს კი არა, მანქანამ დაარტყა სანაპიროზე, რესტორან „Stella-ს“ წინ, შარდენის კიბეებთან. მანდ ვიყავი 4-ის წუთებზე, გზაზე ცხედარი რომ ვნახე, მიწაზე შავ პარკში და შარდენზე ასვლისას მომახსენეს, რომ ის ბაბეტა იყო... უბედური შემთხვევის მსხვერპლია.

თავისი შვილისთვის ცხოვრობდა და ყველაფერს აკეთებდა და იმ სისულელესაც ნუ მიაწერთ, რომ თავი მოიკლა... პირველი ვიყავი, ვინც „სთორი“ დავდე გვიან ღამით. დილამდე არ მინდოდა დამეჯერებინა...  ნათელში იყოს შენი სული,“ - წერს გემა ხაგუში.

ასევე ნახეთ:

ცნობილი ხდება მარი ბაბეტას დაღუპვის მიზეზი