1744908938
,,მადლობა მეგობრობისთვის... დაბადების დღეს გილოცავ!" - კახა კალაძის ემოციური პოსტი

გასულ წელს, თბილისის მერის მოადგილის გარდაცვალებამ ყველას თავზარი დასცა.
დღეს ილია ელოშვილის დაბადების დღეა. ის 48 წლის გახდებოდა...
აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში თბილისის მერი, კახა კალაძე ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:
,,ერთად გატარებული არაერთი წელი, ერთად დაძლეული პრობლემები, ერთიანი ძალისხმევით მიღწეული გამარჯვებები, ერთად დასახული გეგმები და პროექტები...
მადლობა მეგობრობისთვის!
დაბადების დღეს გილოცავ!", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉„სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!“ - ილია ელოშვილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან