დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის თომა წიქარიძის საქმეზე, კლინიკა ,,გორმედი" კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:
,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, და რომ საზოგადოებას სრულიად გამჭვირვალედ მივაწოდებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა ინფორმაციას.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მშობლების დაჟინებული თხოვნით, პაციენტი გადაყვანილ იქნა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სამინისტრომ მეყსეულად მოახერხა რეაგირება და ჩართო საქმეში სამედიცინო საქმიანობის "ხარისხისა და რეგულირების სააგენტო". კლინიკის ყოველი თანამშრომელი უწყვეტად და ღიად თანამშრომლობს შესაბამის კომისიასთან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სრული პასუხისმგებლობით და ღიად გავაკეთებთ განცხადებებს, რომ საზოგადოება ყველა ეტაპზე იყოს ინფორმირებული.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მშობლებს, ახლობლებსა და ოჯახის წევრებს...", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ტრაგედია გორში - 4 წლის თომა, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა
👉 გორის ჯანდაცვის ცენტრი 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
👉 სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო