ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებამ ყველას თავზარი დასცა. 47 წლის ჩინოვნიკზე მეგობრები აქამდე ბევრისთვის უცნობ ისტორიებს იხსენებენ. ერთ-ერთია კატერინა ჟვანია.
„ეს პატარა ბიჭი, სახლიდან ომში გაპარული ილიაა. დიახ, ეს ბუნჩულა, კეთილი, ადამიანი აფხაზეთის ომგამოვლილი, მებრძოლი სულის ბიჭი იყო.
როცა ვნახე სამინისტროში 2012 წელს, ჩემი სკოლელი, ჩემი უბნელი, ისე გამიხარდა, ჩემთვის უცხო და „რაღაცნაირ“ გარემოში ბედის საჩუქრად დამხვდა. რთული პირადი პერიოდი ჰქონდა ემოციურად, „მელაპარაკე დედუ“.... ძალიან დიდი ხანია არ გვილაპარაკია. დღეს დილიდან „ველაპარაკები“, „ვეჩხუბე“ კიდეც....
ბერეტი როგორ გიხდებოდა, ატარე-თქო და ტეხავს, ახლა მინისტრის ტოლა კაცი ბერეტით ხომ არ ვივლიო და უხერხულად იცინოდა. აი, რომ სიამოვნებს კომპლიმენტი და თან არ იმჩნევს. ბევრ რამეს არ იმჩნევდა. ბევრს.
დილიდან ვალაგებდი ტექსტს და დავჩლუნგდი, მგონი, არეულად ვწერ. ვერ გამოვხატავ. უბრალოდ მინდა ასეთი დაგამახსოვრდეთ: - მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა.“ - იხსენებთ გარდაცვლილის მეგობარი.
ნახეთ ვიდეო ⇓
შეგახსენებთ, ილია ელოშვილი 1-ელ ივნისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
თბილისის მერის მოადგილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⇒„სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!“ - ილია ელოშვილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან