აჭარის პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

პოლიცია

აჭარის პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 3 პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ჩინეთის და ტაილანდის მოქალაქეები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ხელს უწყობდნენ, მასაჟის სალონებში ფართებს თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ, ეხმარებოდნენ კლიენტების მოძიებაში, ქალები კი მათ აღებულ ფულს უყოფდნენ.

დანაშაულები 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.