ქალმა ქმარი მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი 2 წელი ქმრის სოციალურ ქსელიდან შეტყობინებებს აგზავნიდა - სკოლაში დაწყებული სიყვარულის ისტორია, რომელიც პატიმრობით დასრულდა 

მკვლელობა

ფლორიდაში 2015 წელს მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ ადგილობრივები შეძრა.

ახალგაზრდა ქალმა, ლორი შეივერმა, მეუღლე მოკლა, ცხედარი კი ბეტონით დამალა.

მკვლელი წლების განმავლობაში ქმრის სოციალურ ქსელს კვალის დაფარვის მიზნით იყენებდა, ოჯახს და მეგობრებს ქმრის „ფეისბუქიდან“ შეტყობინებებს უგზავნიდა. 

2018 წელს პოლიციამ შეივერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და მოკლული კაცის ნეშტი აღმოაჩინა. 

2024 წლის ხოლო ნოემბერში მოსამართლემ ლორის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მაიკლ და ლორი შეივერების სიყვარულის ისტორია ნიუ-იორკში საშუალო სკოლაში დაიწყო. მას შემდეგ რაც წყვილი დაქორწინდა საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდა. 

მას შემდეგ რაც ლორიმ ქმარი მოკლა ყველას არწმუნებდა, რომ მაიკლმა მიატოვა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.