გაფრთხილება! წყალი 10 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

წყალმომარაგება

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

,,19 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N51-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 19 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 20 მაისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მოსკოვის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა, ქინძმარაულის ქუჩას. ქინძმარაულის შესახვევს, ქინძმარაულის ჩიხს, ქინძმარაულის I შესახვევს ქინძმარაულის II შესახვევს, კვარტალს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს დასახლებას, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, სამრეწველოს დასახლებას, თეთრი წყაროს, კობა ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის N10; ჩკალოვის, იუნკერთა ქუჩებს, რუსთავის გზატკ. N 1-251(კენტები) N2-42(ლუწები), გორგასლის ქ. N50-52 დირსის კორპუსებს(შოთა ნადირაშვილის).

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

,,შოკში ჩავარდებით..." - როდის იქნება American Idol-ის ფინალი და რა სიურპრიზს გვიმზადებს ნუცა ბუზალაძე

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდაო...“ - რეალურად ვინ იყო ქალი, რომელმაც სოფიკოს ფუფალა შეაქმნევინა