დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებამ ყველას თავზარი დასცა. 47 წლის ილიას შესახებ მეგობრები აქამდე ბევრისთვის უცნობ ისტორიებს იხსენებენ.
გარდაცვალების მიზეზებზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები საუბრობენ. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.
ილია ელოშვილის ბავშვობის მეგობრის, ლაშა ქევანიშვილის ინფორმაციით, იარაღი, რითაც გასროლა მოხდა, ილია ელოშვილს ეკუთვნოდა და მას ლეგალურად ფლობდა.
ოჯახის კიდევ ერთი ახლობლის გიორგი წიკლაურის ინფორმაციით, ილია წინა დღით სამსახურში იმყოფებოდა, არაერთი შეხვედრა გამართა და მომდევნო დღეც სრულად გაწერილი ჰქონდა.
"დილის ხუთ საათამდე მეუღლესთან ერთად ოჯახის მოგზაურობის და დასვენების გეგმას განიხილავდა. იარაღის მოვლა, მისი გაწმენდა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც სავარაუდოდ გახდა კიდეც უბედური შემთხვევის მიზეზი", - აცხადებს გიორგი წიკლაური.
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი პირველ ივნისს გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს.
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ასევე ნახეთ:
👉 “...მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა“ - ილია ელოშვილის უცნობი ფოტოები აფხაზეთის ომიდან
👉 „სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!“ - ილია ელოშვილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან