დღეს წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

,,10 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N7 კორპუსთან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 10 იანვარს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნუცუბიძის IV მიკრორაიონს, სოფელი თხინვალას, თხინვალას აგარაკებს, ჟღენტის ქუჩა N5ა-ს,  ავთო ვარაზის, ქანთრიას, ლეო და ნოდარ გაბუნიების, კაპანელის, ფერმწერთა, აფხაიძის, კეჭაყმაძის, წმინდა წყლის, დანელიას და ვირსალაძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.