GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1730737466
2023 წელს კოსმოსი ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას ჰპირდება ადამიანებს.
პლანეტების ტრანზიტები და მათი გავლენები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე გარდაუვალია.
ახალი წლის პირველი კვირის ტრანზიტი მერწყულის ნიშანში ვენერას გადასვლით დაიწყო. ასტროლოგის თქმით, სიყვარულის პლანეტის ამ ნიშანში გადასვლა ადამიანებს სასიყვარულო სფეროში ბევრ კარგ სიახლეს ჰპირდება. ურთიერთობები უფრო მსუბუქი, ლაღი და სასიამოვნო გახდება. თუმცა მოსალოდნელია სიჯიუტის გამოვლინებაც.
ასტროლოგი ამბობს, რომ ამ კვირაში მნიშვნელოვანი თარიღია 7 იანვარი. ვინაიდან კირჩხიბი-თხის რქის ზოდიაქურ ღერძზე სავსემთვარეობა იქნება. როგორც წესი, სავსე მთვარე ემოციების მოზღვავებასთან ასოცირდება, რის გამოც კონფლიქტური სიტუაციებია მოსალოდნელი. ამიტომ ამ დღეს სიმშვიდე უნდა შვინარჩუნოთ, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ნებისმიერი დაძაბულობა შედარებით მარტივად განეიტრალდება.