გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ბიზნესმენი ირაკლი ჭკადუას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. გარდაცვლილ მეგობარს მსახიობი ნანუკა გულია ემოციური პოსტით იხსენებს.
„შარშან ნინაზე ორსულად ვიყავი, რომ გამთენიას არამიწიერმა ტკივილმა გამაღვიძა, საავადმყოფოში გავქროლდით და წოლითი რეჟიმით გადაარჩენო მითხრეს… არ უნდა ინერვიულოო, ეს იყო უმთავრესი პირობა… დილას მილიონი გამოტოვებული ზარი დამხვდა და უშენობის შემზარავი ამბავი… ისე ვტიროდი გული კინაღამ გამისკდა… კახას ძალიან უნდოდა ეთხოვა, არ იტიროო და ვერაფერს მეუბნებოდა, იცოდა, როგორი განძი იყავი ჩემთვის…
იმ დღეს შენ დაგკარგე და ნინა უნდა გადამერჩინა, ამიტომ შევწყვიტე შენზე ფიქრი და ძალიან ცოტას ვფიქრობ შენზე, ისე მტკივა უშენობა! მე და შენ ხომ ვიცით, რა სიძლიერის სიყვარული გვქონდა… ყველაფერს ვსაუბრობდით საიდუმლოდ… ისე მენატრები, განუმეორებელო ადამიანო! შენ ერთადერთი იყავი ასეთი… რა ბედნიერი ვარ, რომ გარდაცვლილი არ მინახიხარ, სულ ცოცხლად დარჩი ჩემთვის.“ - წერს მსახიობი.