ვიქტორ სანიკიძე და მაიკო ბიწაძე შვილის ნათლობის კადრებს გვიზიარებენ
1732567016
ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტნე გამსახურდია კლინიკაში გადაჰყავთ და საამისოდ ფული გროვდება.
„პრაიმტაიმი“ ანა ჯაბაურს დაუკავშირდა და ცოტნეს მდგომარეობით დაინტერესდა.
- ცოტნე სტაბილურადაა, კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს. თანაც, ამდენი სეზონური ვირუსია და გავრცელებული, რაც მისთვის საშიშიცაა. საშიშია ჰოსპიტალური ინფექციებიც.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფულს აგროვებთ, ცოტნეს კლინიკაში გადასაყვანად.
- ეს ტყუილია. ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ხალხისთვის დახმარება არასოდეს გვითხოვია და არც ანგარიშის ნომერი გამოგვიქვეყნებია სადმე. მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია ძალზე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მე, ცოტნეს ძმები და სახელმწიფო ჯერჯერობით ავუდივართ. მე პირადად სამ ადგილზე ვმუშაობ, ხოლო გიორგი უცხოეთიდან გვეხმარება, რომ ცოტნეს რაც სჭირდება, ყველაფერი გავუკეთოთ. ძალიან ბევრი ახლობელი გვთავაზობს დახმარებას, მაგრამ უარს ვეუბნებით, რადგან ცოტნეს ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და არ მინდა ახლა ისე გამოვიდეს, თითქოს უკან ვიბრუნებ; ან ცოტნეს მიერ თავის დროზე გაკეთებული სიკეთე დღეს ვინმემ ბოროტად გამოიყენოს (მოგეხსენებათ, მრავალი წლის მანძილზე თავისი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ცოტნე მძიმე ავადმყოფებსა და ხელმოკლე ოჯახებს ურიცხავდა). არც ის მინდა, ვინმე თაღლითობის მსხვერპლი გახდეს და თანხა გადარიცხოს ანგარიშზე, რომლიდანაც ცოტნეს არასოდეს არ გადმორიცხვია არც ერთი თეთრი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: ინფორმაცია, რომ ცოტნესთვის ფულს ოჯახი აგროვებს, არის სიცრუე.