ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2025 წლის ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება
1751210254
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს.
,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 25 იანვრის 23:00 სთ-დან 26 იანვრის 06:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.