1794514028
1793170915
ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის E70 საავტომობილო გზის ქობულეთის შემოვლითი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.შეხვედრა გაიმართა პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში.მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მიზანი ასევე იყო დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღება შეფასებისა და დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებლად.შეხვედრა ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები.პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის შემოვლითი გზის დაახლოებით 31 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორი ზოლის პარალელურად დამატებითი ორი ზოლის მშენებლობას.პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/ka/info/b3e4bbf2-3323-42e4-b4b7-851799173862.
1794413301
1788537981
ჯარიმა 500 ლარია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით
ღამის საათებში - 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება.წესები და პირობები, რასაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.შესაბამისი ინიციატივა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში აისახა.„ინიციატივა ხელს შეუწყობს სადისტრიბუციო ქსელების მიერ ღამის საათებში კონკრეტული საქონლის ქსელებში განთავსებას, რაც ერთის მხრივ, ქალაქში საცობების შემცირებისკენ იქნება მიმართული. მეორეს მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ სადისტრიბუციო მანქანები დიდი მოცულობით ივლიან და შესაბამისად ხარჯები შემცირდება, ეს სადისტრიბუციო ხარჯებს შეამცირებს, რაც მათ შორის სურსათის ფასებზე დადებითად აისახება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლე მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ სანქციებს ეხება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.უფრო კონკრეტულად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარის ოდენობით. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები ახლებურად განისაზღვრება.კერძოდ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით: - 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 50 ლარი; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.
სხვა სიახლეები
ასტროლოგია • 1794515283
ოქტომბრისა და ნოემბრის განმავლობაში ვენერასა და მერკურის რეტროგრადულმა მოძრაობამ ურთიერთობების, ფინანსების, პირადი ღირებულებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადაფასების პერიოდი მოიტანა. 13 ნოემბერს ორივე პლანეტა რეტროგრადულ ფაზას დაასრულებს, რაც, ასტროლოგების თქმით, ბევრი ადამიანისთვის ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება, გადაიქცეს.ბოლო კვირების განმავლობაში ზოგიერთს შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობებში გაურკვევლობა, ემოციური დაძაბულობა ან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული კითხვები აწუხებდა. რეტროგრადული პერიოდის დასრულების შემდეგ ვითარება თანდათან უფრო ნათელი გახდება, ძველი საკითხების მოგვარება კი ახალი გადაწყვეტილებების მიღებას გაგიადვილებთ.ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს ხუთ ნიშანს, რომელთათვისაც ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი შეიძლება, აღმოჩნდეს.მორიელი მორიელებისთვის ეს პერიოდი შინაგანი გარდატეხისა და ემოციური ურთიერთობების გადაფასებას უკავშირდება. შესაძლოა, ბოლო დროს უფრო მძაფრად გააცნობიერეს, რას ელიან საყვარელი ადამიანებისგან და რამდენად მზად არიან, საკუთარი გრძნობები გულწრფელად გამოხატონ. რეტროგრადული პერიოდის დასრულების შემდეგ ურთიერთობებში მეტი სიცხადის მიღებისა და ძველი გაუგებრობების მოგვარების შესაძლებლობა გამოჩნდება. მთავარია, სიახლოვის სურვილის მიუხედავად, საკუთარი საჭიროებები არ დაივიწყოთ.კუროკუროებისთვის ყურადღების ცენტრში პირადი ურთიერთობები და პარტნიორობა მოექცევა. ბოლო კვირებმა შესაძლოა, ისინი დააფიქრა, რამდენად თანაბარია ურთიერთობაში პასუხისმგებლობები და იღებენ თუ არა იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელსაც თავად გასცემენ. ახლა უფრო ნათლად დაინახავენ, რომელი კავშირების შენარჩუნება სურთ და რომელ საკითხებზეა აუცილებელი გულწრფელი საუბარი. მოსალოდნელი ცვლილებები შესაძლოა, როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან ურთიერთობებს შეეხოს.სასწორისასწორებისთვის მნიშვნელოვანი თემა საკუთარი სურვილებისა და ღირებულებების ხელახლა გააზრება იქნება. შესაძლოა, ბოლო დროს სხვების ინტერესებს საკუთარ საჭიროებებზე წინ აყენებდნენ და ახლა მიხვდნენ, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების შეცვლის დრო დადგა. ეს პერიოდი ფინანსური საკითხების გადახედვასაც შეუწყობს ხელს. სასწორებს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო მკაფიოდ განსაზღვრონ, რას ელიან ურთიერთობებისგან და რა აღარ შეესაბამება მათ წარმოდგენას ბედნიერებაზე.ქალწულიქალწულებისთვის მთავარი ცვლილება საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ დამოკიდებულებას შეეხება. შესაძლოა, ბოლო პერიოდში ზედმეტად მკაცრად აფასებდნენ საკუთარ მიღწევებს და მუდმივად მეტის გაკეთებას ცდილობდნენ. რეტროგრადული პერიოდის დასრულება მათთვის კარგი დრო იქნება იმის გასააზრებლად, რომ საკუთარი ღირებულება მხოლოდ შრომის შედეგებით არ განისაზღვრება. პირად ურთიერთობებშიც მეტი ყურადღება დაეთმობა ემოციურ საჭიროებებსა და ურთიერთგაგებას...ვრცლად
საზოგადოება • 1794514715
როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - გრძელვადიანი პროგნოზი სინოპტიკოსებისგან
საქართველოში ზამთარი ახლოვდება. როგორი ამინდი გველოდება დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში, იქნება თუ არა უხვი ნალექი, ძლიერი ყინვები და თოვლი - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სეზონური პროგნოზების საფუძველზე უკვე შესაძლებელია, თუმცა მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ გრძელვადიანი პროგნოზი ამინდის ზუსტ სურათს არ გვიჩვენებს.თბილისისთვის სეზონური მოდელის მონაცემები დეკემბერში საშუალო ტემპერატურასთან შედარებით დაახლოებით 2 გრადუსით მაღალ მაჩვენებელს, იანვარშიც დაახლოებით 2 გრადუსით თბილ ფონს, ასევე თებერვალში დაახლოებით 2 გრადუსით მაღალ ტემპერატურას აჩვენებს. ნალექების მხრივ, დეკემბერსა და თებერვალში საშუალოზე მეტი ნალექის, იანვარში კი დაახლოებით ნორმის შესაბამისი რაოდენობის ტენდენცია იკვეთება.ეს მონაცემები წინასწარია და არა ოფიციალური გაფრთხილება ან კონკრეტული დღეების პროგნოზი. მათი სიზუსტე სეზონის მოახლოებასთან ერთად დაზუსტდება.ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოში თბილი ზამთარი იქნება?სეზონური მოდელების მიხედვით, ჯერჯერობით არ იკვეთება საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მთელი ზამთარი მკაცრი ყინვებით გამოირჩევა. თუმცა შედარებით თბილი სეზონური ფონი ცალკეულ ცივ პერიოდებს არ გამორიცხავს.საქართველოში ამინდის პირობები რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზამთარი, როგორც წესი, უფრო ნოტიო და შედარებით რბილია, აღმოსავლეთ საქართველოში კი უფრო ხშირად გვხვდება ცივი და მშრალი პერიოდები. მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლი და დაბალი ტემპერატურა ზამთრისთვის დამახასიათებელია.მეტი ნალექი აუცილებლად მეტ თოვლს ნიშნავს?არა. ნალექების რაოდენობის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საქართველოში თოვლიანი ზამთარი იქნება. თუ ჰაერის ტემპერატურა შედარებით მაღალია, განსაკუთრებით დაბლობებსა და ქალაქებში, ნალექი შესაძლოა წვიმის სახით მოვიდეს.თოვლის მოსვლისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნალექის რაოდენობა, არამედ კონკრეტულ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული პროცესები და ცივი ჰაერის მასების გავრცელება. სწორედ ამიტომ, სეზონური პროგნოზით შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს, როდის და სად მოთოვს.ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, საქართველოში ზამთრის შედარებით თბილი ფონი და ცალკეულ პერიოდებში ნალექების მატებაა შესაძლებელი, თუმცა მკაცრი ყინვების, ძლიერი თოვისა და შტორმების გამორიცხვა ჯერ არ შეიძლება. საბოლოო სურათი უახლოეს განახლებულ პროგნოზებზე იქნება დამოკიდებული.
საზოგადოება • 1794514508
„მკაცრი ამინდი კვლავ მოსალოდნელია“ - როგორი ზამთარი გველოდება
2026-2027 წლების ზამთარი შესაძლოა შედარებით თბილი და ნალექიანი იყოს. ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, ევროპაში ზამთრის სეზონზე საშუალოზე მაღალი ტემპერატურისა და ნალექების მატების ტენდენცია იკვეთება.ევროპული კლიმატური პროგნოზირების სისტემის, Copernicus-ის 10 ნოემბრის განახლებული მონაცემებით, ზამთრის პერიოდში ევროპის უმეტეს ნაწილში ნორმაზე მეტი ნალექია მოსალოდნელი. რაც შეეხება ტემპერატურას, შედარებით თბილი ამინდის ალბათობა კონტინენტის დიდ ნაწილში ჭარბობს, თუმცა აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში პროგნოზი ნაკლებად ერთგვაროვანია. რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე ქვეყნის მასშტაბით ოფიციალური დეტალური კლიმატური პროგნოზი გამოქვეყნებული არ არის. თუმცა, თბილისში ECMWF-ის გრძელვადიანი მოდელის მონაცემები დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე მაღალი ტემპერატურის ტენდენციას აჩვენებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოში მკაცრი ზამთარი არ იქნება?არა. შედარებით თბილი სეზონის პროგნოზი არ გამორიცხავს ცალკეულ დღეებსა თუ პერიოდებში მკვეთრ აცივებას, ყინვასა და თოვლს. განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზამთრისთვის დამახასიათებელი მკაცრი ამინდი კვლავ მოსალოდნელია.ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 2027 წლის დასაწყისში მთავარი მოლოდინი შედარებით თბილი ზამთრისკენ იხრება, თუმცა საბოლოო სურათი უახლოეს თვეებში განახლებული პროგნოზების საფუძველზე დაზუსტდება.
საზოგადოება • 1794514028
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს. ღვთისმსახურება 17:00 საათზე დაიწყება.რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ მათი ხსენების დღესტროპარი:მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
საზოგადოება • 1794513945
საბა ლაზიშვილი 21 წლის ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში 11 ნოემბერს აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოექცა. საბა, RAF-ის ღონისძიებისთვის მოსამზადებლად ჩავიდა. უსმან ნურმაგომედოვისა და მისი თანმხლები პირების მიერ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს მეგობარს გვერდით დაუდგა და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია.როგორც მისი უფროსი ძმა, UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი აცხადებს, მას მერაბი ახალი გაცნობილი ჰყავს.სოციალურ ქსელში ამ დრომდე არ წყდება საბასთან დაკავშირებული პოსტები და გამოხმაურებები. აღაფრთოვანა როგორც ქართველები, ისე უცხოელი, ცნობილი თუ საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები. ერთ-ერთი პოსტი მისი ოჯახის ახლობელს, მედი კობეშავიძეს ეკუთვნის, რომელიც 21 წლის ბიჭის მშობლებს მადლობას უხდის.„საბა ლაზიშვილი, ვიცოდი მაგარი რომ იყავი, მაგრამ მთლად ლომი ყოფილხარ... ეს ბიჭი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანების შვილი. მისი და-ძმები და ჩემი შვილები ერთად გაიზარდნენ.საბა ლაზიშვილმა, ყველა ქართველის გული სიხარულით რომ აავსო, ერთგულების, ზნეობის და ვაჟკაცობის სანიმუშო მაგალითი, უჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი და საერთოდ, კავკასიელი. ზვიად ლაზიშვილის ძმაა და ორივე, დიდი ანზორ ლაზიშვილის, მსოფლიოს მრავალ გზის ჩემპიონი მამის გაწვრთნილი მართვეები! ამიტომ, პირველი მადლობა მათ, ხუთშვილიან დედ-მამას ეკუთვნის ქობულეთში!“ - წერს ახლობელი.



































