Exclusive: „ცემა, ყურში ჩაყვირება, ღრძილების ტკენა...“ - რა წერია მოძალადე დედის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ბავშვები ჩამოართვეს

მოძალადე დედა

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება საქართველოში მცხოვრები რუსი მომღერლის, ტატიანა სოლოვიოვას სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც რუსეთში ბავშვებზე ძალადობაშია ბრალდებული.

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა ჩაატარა.

„შვილების დედა ტატიანა სოლოვიოვა (აბრამენკო) იყენებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მრავალგვარ ფორმებს იქნება ეს - ცემა, მოხრჩობა, ყურში ჩაყვირება, ღრძილების ტკენა, ცხვირიდან ლორწოს გამოტუმბვა, ფრჩხილების ღრმა ჭრა, კანის მთლიანობის დარღვევით, ფეხების თრევა, სწრაფი და მოულოდნელი დარტყმების მიყენება ხელით, სავარცხლით, სათამაშოებით, სხეულის შიშველ ნაწილებზე დარტყმა მეტი ტკივილის განცდის მიზნით, თმების ძლიერი დაქაჩვა, გავეშებული ყვირილი, წყლის შესხმა, გარეთ გაგდება, მუდმივი დადანაშაულება, რომლის არსსაც არა თუ ბავშვები, ზრდასრულებიც კი ვერ სწვდებიან, მბრძანებლობა, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა და მანიპულაციები შვილების, მეუღლის, საკუთარი დედის, დის პერსონალისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მის დაქვემდებარებაშია ამა თუ იმ ფორმით. ამ ფორმით სახლს გარეთ „რელაქსის“ უცნაური მდგომარეობა, რასაც თავადვე ბრძანებს.

მე გავამახვილებ ყურადღებას მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ არც ერთ ვიდეო ან აუდიო ფაილზე არ იკვეთება ცნობიერების რაიმე ფორმით შეცვლის ან რაიმე ფსიქოზური მდგომარეობის სურათი. ის ორიენტირებული დროში, ადგილსა და გარემოში, შესანიშნავად ფლობს სიტუაციას და სავსებით უწევს ანგარიშს თავის ქმედებასაც და მის შესაძლო შედეგებსაც. მისივე თქმით, მას „მუჭში ჰყავს“ქმარი, „მე მას სამი შვილი გავუჩინე“ და თუ შვილებს ინსტრუმენტად გამოიყენებს, მისი პრიმიტიული თვალსაწიერით მთებსაც გადააგორებს...“, - ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.