პროკურატურა ინფორმაცია ავრცელებს
1758990100
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში შეხვდნენ. ლექცია-სემინარი ეხებოდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებს, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებს.
სამხედროებმა ინფორმაცია მიიღეს გასაჩივრების მექანიზმებისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ; ასევე, საუბარი შეეხო, მსგავსი შემთხვევების არსებობის დროს, სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით უწყებრივ საქმიანობას.
წელს ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია ტარდება სლოგანით -„აქტივიზმი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“. მასში სამთავრობო უწყებები და არასამთავრო ორგანიზაციები მონაწილეობენ. ღონისძიებები მიზნად ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას ისახავს.
პროკურატურა ინფორმაცია ავრცელებს
1758990100
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909