1794471413
ოთხი წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება - აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლული ცოლ-ქმრის საქმეზე
მოკლული ცოლ-ქმრის საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიურო ,,პრაიმტაიმთან" კომენტარს აკეთებს.
,,ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათშორის მორიგება. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა, გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი რათა მომხდარიყო უძრავი ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ",- უთხრეს ,,პრაიმტაიმს".
შეგახსენებთ, მკვლელობა წუხელ ცოლ-ქმრის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. მათ მაშინ ესროლეს, როდესაც ისინი ლიფტს ელოდებოდნენ.









