მოკლულია ცოლ-ქმარი - დიდუბეში მომხდარის ახალი დეტალები

პოლიციის სირენა

თბილისში, დიდუბის რაიონში მკვლელობა მოხდა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზოში, ლიფტთან მოკლეს.

ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

✕