ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
კლუბი "როიალი", სადაც ტურისტებს თანხებს თაღლითურად სძალავდნენ, დახურულია. ევროპის მოედანზე, უცხოელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ობიექტი, მას შემდეგ აღარ ფუნქციონირებს, რაც კლუბის მფლობელი და რამდენიმე თანამშრომელი სპეცოპერაციით აიყვანეს.
თაღლითობაშია მხილებული კიდევ ერთი ობიექტი "ქალაქურიც". რამდენიმე თვის წინ ობიექტი სამართალდამცველებმა დალუქეს. "როიალს და "ქალაქურს“ საერთო მფლობელი ჰყავს. სომხეთის მოქალაქე არტაკ ავეტისიანი, რომელიც სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო.
მფლობელი, მენეჯერები, ბარმენები და პრომო გოგონები - 2 კლუბის 14 თანამშრომლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სქემის მიხედვით, პრომო გოგონები პოტენციურ მსხვერპლ უცხოელებს სოციალურ ქსელ ტინდერში ეძებდნენ, კლუბებში ეპატიჟებოდნენ და ნასვამ მდგომარეობაში მომსახურების არარეალურ თანხებს სძალავდნენ. ბრალს არც კლუბების მფლობელი და არც მენეჯერები არ აღიარებენ.
მენეჯერებისგან განსხვავებით, ბრალი აღიარეს და მამხილებელი ჩვენებები მისცეს პრომო გოგონებმა. საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივ სქემაში 18-დან 25 წლამდე 6 ახალგაზრდა ქალი ფიგურირებს, რომლებსაც წარმატებული თაღლითობისთვის დღეში 100 ლარს უხდიდნენ. "კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი დაკავების დროს, ფეხმძიმედ იყო. აღიარებითი ჩვენებების და თანამშრომლობის სანაცვლოდ, პრომო გოგონებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
აღიარებითი ჩვენებების გარდა, სასამართლოში ფარული ჩანაწერები გამოიკვლიეს, რომელიც კლუბებში ჩადენილ დანაშაულს ასახავს. 14 პირი ჯგუფური თაღლითობის გარდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო უცხოელებზე ფსიქოლოგიურ ძალადობაშიც. გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა ტურისტების 10 ათასამდე ლარი მიითვისეს.
საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელიც ქვეყნის ტურისტულ იმიჯს აზიანებს, მუდმივად მკაცრი რეაგირება მოჰყვება.