1794471413
რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მხოლოდ ემსახურება იმას, რომ უსამშობლო აგენტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ იყოს
ეს ხუთი პარტია პოლიტიკური პარტია არ არის და ე.წ. პარტიის წევრები პოლიტიკოსები არ არიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, უცხო ძალის აგენტები არიან, რომლებიც მოქმედებდნენ და მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ.
„საკუთარი ქმედების არცერთ ეტაპზე არ დაუცავთ არც ქვეყნის და არც საზოგადოების ინტერესები. ცდილობდნენ, ქვეყნის წინააღმდეგ ემოქმედათ და ამაში დავალებებს გარე პატრონებისგან იღებდნენ. სასამართლო პროცესი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ უსამშობლო აგენტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ იყოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.







