"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
დღეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე ადამიანის მოსმენას გეგმავს. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა ჯგუფმა სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს, ცესკოს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიიწვია.
მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების პერიოდში მაღალი თანამდებობების პირთა ქმედებების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი კომისიის შექმნასა და მის მუშაობას კვლავ აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ჯგუფის მთავარი მიზანი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.