დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებმაც 13 წლის გოგო შოკოლადის მოპარვის გამო მოკლეს (პაკისტანი)

ლენტა

BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანში 13 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს.

გოგონა, სახელად იქრა მათ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მედიის ცნობით, გოგონამ მუშაობა 8 წლის ასაკიდან დაიწყო და რამდენიმე ოჯახი გამოიცვალა.

ბავშვის მამის თქმით, მას ვალები ჰქონდა, რის გამოც შვილი სამუშაოდ გაუშვა და ის თვეში 23 დოლარს გამოიმუშავებდა.

ბოლო ოჯახში იქრამ 2 წელი გაატარა, დამქირავებლები მას შოკოლადის მოპარვაში ადანაშაულებდნენ.

პოლიციის განცხადებით, ბავშვს სხეულზე ცემისა და წამების კვალი ეტყობოდა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.