გაიშიფრა, ვინც საქართველოს საჯაროდ მტრობდა, თურმე, USAID-ის პროექტებიდან ფინანსდებოდნენ - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

ვინც საქართველოს საჯაროდ მტრობდა, გაიშიფრა. თურმე, USAID-ის პროექტებიდან ფინანსდებოდნენ, ორგანიზაციის 40 მილიარდიანი ფონდი მთელ მსოფლიოში განფენილი იყო ზოგან რევოლუციას აწყობდა, ზოგან ლგბტ მხარდაჭერას ეწეოდა, ზოგან „ჩათლახებს“ აფინანსებდა, ზოგან უსამშობლოებს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია და „ქართული ოცნება“ ერთ ღირებულებებზე არიან, ესენია – ეროვნული ინტერესების დაცვა და ლგბტ პროპაგანდის ჩახშობა.

„არ გამოვრიცხავ, რომ რაისა, რასა USAID-დან ფინანსდებოდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მტრობდა. ისევე, როგორც კუბილიუსა. ფოტიგას დაფინანსება შეუწყვიტეს და ამიტომაც გააგდეს. თურმე, USAID-დან ექვსი ათასამდე ჟურნალისტი ფინანსდებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ თეთრი სახლის მილერიც ყოფილიყო დაფინანსებაში, რადგან როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი კამილა 800 ათასი დოლარით ფინანსდებოდა. ანუ, ორგანიზაციის 40 მილიარდიანი ფონდი მთელ მსოფლიოში განფენილი იყო ზოგან რევოლუციას აწყობდა, ზოგან ლგბტ მხარდაჭერას ეწეოდა, ზოგან „ჩათლახებს“ აფინანსებდა, ზოგან უსამშობლოებს. ტრამპის ადმინისტრაცია და ჩვენ ერთ ღირებულებებზე ვართ – ეროვნული ინტერესების დაცვა, ლგბტ პროპაგანდის ჩახშობა. ვისურვებდი, „ნედის“ პროექტების დაფინანსების გაშიფვრას, ბევრი რამე ამოტივტივდება, აქ ვინ და როგორ ფინანსდება. ჯერ რეზერვი აქვთ და ეს ფული რომ ამოიწურება, ვნახოთ, ვინ ამოიღებს ფულს ჯიბიდან“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.