რუსთავში 8 მილიონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

რუსთავი

რუსთავში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 8 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება.

კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში შენდება არაფორმალური განათლების ცენტრი - მედიათეკა, ეწყობა დენდროლოგიური ზონები, საბავშვო და სპორტული სივრცეები. ასევე, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომელიც მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება და მულტიფუნქციური დასასვენებელი ზონის შექმნას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებს, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს შიდა ქუჩების კეთილმოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.