1765569542
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით რეგიონებში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებები დღეს სენაკში კონცერტით დაიხურება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონებში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებები, დღეს სენაკში კონცერტით დაიხურება. მანამდე კი გუშინ, საახალწლო აქტივობები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ლანჩხუთში.
მთავარ ნაძვის ხესთან საშობაო ბაზრობა მოეწყო, დამონტაჟებული იყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ბავშვებს თოვლის ბაბუა საჩუქრებით შეხვედრა. საღამო კი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.












