„ჩვენი საქართველო აქ არის“ - ფოტორეპორტაჟი საახალწლოდ მორთული საქართველოს რეგიონებიდან

რუსთავი

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება წელიწადში ერთხელ ის მომენტი, როცა მისთვის რაღაც ახალი იწყება და ეს ახალი წლის პირველი დღეა. ვინმემ რომ გკითხოთ, რა არის შენთვის ახალი წელი? - ალბათ, დაუფიქრებლად უპასუხებთ: განწყობა, იმედი, უკეთესი მომავლის მოლოდინი, სულის ზეიმი... საახალწლო განწყობა თავისთავად არის პატარა სასწაული, რომელსაც აშკარად თუ მალულად ყველა ველით...

ეს არის მომენტი, როცა მსოფლიოს ყველა ადგილიდან ერთი ლამაზი დღის აღნიშვნისთვის ემზადებიან. პარალელურად კი ერთმანეთს ეჯიბრებიან მსოფლიოს ქვეყნები, ვინ უკეთესად გააჩახჩახებს საახალწლოდ მის ქვეყანას, როგორ მორთავს ახალ თუ ბებერ უბნებს...  ციცინათელებივით მოციმციმე ნათურებით გალამაზებული აივნებიდან ბედნიერი სახეებით ამაყად გადმოგვცქერიან ოჯახის წევრები... და ამას საახალწლო განწყობა ჰქვია... 

დაწკრიალებული სახლიც კი ვერ გაგიჩენთ საზეიმო განწყობას, თუ მას საგანგებოდ არ მორთავთ და გაალამაზებთ. აბა წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ახალი წელი, თუ ქუჩაში გასული ჩაბნელებულ უბნებს ნახავდით...

საბედნიეროდ, ყოველთვის თავმომწონე, მუდამ ყურადღების ცენტრში მყოფი გამორჩეული ჩვენი საქართველო წელსაც მოწოდების სიმაღლეზე შეხვდა 2023 წელს...

ქვეყნის მასშტაბით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაუვიწყარი დღესასწაული შეიქმნა.

საქართველოს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები დეკემბერში დაიწყო და რამდენიმე რეგიონში ახლაც გრძელდება. 

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რამდენიმე რეგიონიდან, სადაც საახალწლოდ მორთულმა უბნებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

 

რუსთავი

 

 

სიღნაღი

 

 

თელავი

 

 

ქობულეთი

 

 

ოზურგეთი

 

 

 

თეთრიწყარო

 

შუახევი

 

 

ხარაგაული

 

 

ქუთაისი

 

 

დმანისი

 

 

ყვარელი

 

 

ხონი

 

 

ქედა

 

 

ლაგოდეხი

 

 

ახალქალაქი

 

 

 

ახალციხე