მერაბ დვალიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1727756195
თუ ბავშვობაში მშობლები მუსიკის გაკვეთილებზე სიარულს გაიძულებდნენ, გეტყვით, რომ მაშინ ამაზე ტყუილად ბრაზდებოდით. მეცნიერების მტკიცებით, მუსიკის გაკვეთილებს ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ადამიანებისთვის.
საკითხის შესასწავლად ფსიქოლოგიური კვლევა 2013 წელს ჩატარდა. „მუსიკის გაკვეთილები აუმჯობესებს ბავშვის შემეცნებით უნარს და მას უფრო გონებამახვილად და ამავდროულად ამბიციურ ადამიანად აქცევს“, - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.
გთავაზობთ იმ მთავარ სარგებელს, რომელსაც ამ გაკვეთილების საშუალებით მოზარდი იღებს.
1. მუსიკის გაკვეთილები აუმჯობესებს მოსწავლის კითხვისა და მეტყველების უნარებს - კვლევის თანახმად, ბავშვს უვითარდება რიტმის შეგრძნების უნარი, სწორედ ამიტომ, მისი ვერბალური გამომხატველობის უნარი უკეთესი ხდება. ის ბგერებს უკეთ აღიქვამს და გამოთქვამს.
2. ის ავითარებს მათემატიკურ და სივრცით აზროვნებას - მეცნიერების მტკიცებით, მუსიკა და მათემატიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და მუსიკის საშუალებით ადამიანს მათემატიკური აზროვნების უნარი უფრო მეტად უვითარდება. ბავშვებს, რომლებიც დადიან მუსიკაზე და ამ მიმართულებით ბევრს მუშაობენ, როგორც წესი, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება მათემატიკაში. ბავშვს უვითარდება ერთდროულად ბევრი პრობლემის გადაწყვეტის უნარი.
3. ის, ვინც მუსიკაზე დადის სკოლაში მაღალი აკადემიური მაჩვენებელი აქვს - მუსიკის საშუალებით ბავშვს შემეცნებითი უნარი უვითარდება. ის უფრო მარტივად სწავლობს, მარტივად ითვისებს და შესაბამისად, არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ სხვა სასკოლო საგნებშიც მაღალი აკადემიური შეფასება აქვს. კვლევის თანახმად, სხვადასხვა საგნებში 20%-ით უფრო მაღალ ქულებს იღებენ ის ბავშვები, ვინც მუსიკის გაკვეთილებზე დადიან, ვიდრე ისინი, ვინც მუსიკაზე არ დადიან. მეცნიერების მტკიცებით, ამ გაკვეთილების საშუალებით მოზარდების ტვინის სტიმულირება ხდება და ამიტომაც, ისინი მარტივად აღწევენ წარმატებას.
4. მუსიკის გაკვეთილების საშუალებით იზრდება მოზარდის IQ - მუსიკა არის ხელოვნება, რომელიც ადამიანებს სხვადასხვაგვარი ემოციით ავსებს, თუმცა გარდა ამისა, ის ზრდის ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტსაც. სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ მუსიკოსების IQ უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც მუსიკოსები არ არიან.
5. მუსიკის გაკვეთილები ადამიანს უცხო ენის მარტივად ათვისებაში ეხმარება -ბავშვებს, რომლებიც მუსიკის გაკვეთილზე სიარულს ადრეული ასაკიდანვე იწყებენ, უცხო ენების სწრაფად ათვისების უნიკალური უნარი უვითარდებათ. მათ შეუძლიათ უცხო სიტყვების უკეთ დამახსოვრება და უყალიბდებათ სრულყოფილი და მდიდარი ლექსიკონი. ასევე უკეთ ითვისებენ გრამატიკის საკითხებს.
6. მუსიკის გაკვეთილები მოზარდს აქცევს კარგ მსმენელად - მოზარდი უფრო ყურადღებიანი და მგრძნობიარე მსმენელი ხდება.
ასევე ნახეთ:
„ყველას გვაპატიე, რომ შენს გულს ვერავინ გაუფრთხილდა”– ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან