ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
ჭიათურაში მეთერთმეტე კლასელი გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას ჭიათურის №1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„იმდენი ლამაზი მოგონება მაკავშირებს შენთან, რომ არ შემიძლია იმ მდგომარეობაში წარმოგიდგინო, როგორშიც ახლა ხარ, ქეთი…“
რამდენჯერ გვისაუბრია, გაგვიზიარებია ერთმანეთისთვის დარდები და სულ იმ დასკვნამდე მივსულვართ, რომ ძალიან ძლიერი გოგონები ვიყავით და ყველაფერი შეგვეძლო.
ბოლოს, წვიმიან საღამოს გნახე, გამეტებით წვიმდა, მაგრამ მაინც გავარჩიე შენი ცრემლები, რომელიც საშინლად არ გიხდებოდა. თვალისმომჭრელად ლამაზი იყავი ყველგან, ყოველთვის…
მოვედი, ჩაგეხუტე, ქოლგის ქვეშ შეგიფარე, მერე ბევრი ვისაუბრეთ, შენ დამპირდი, რომ ყველაფერს გაუძლებდი და ამის შემდეგ, აღარაფერს მისცემდი იმის უფლებას, რომ შენი ფაქიზი გულ-სულის კამკამა ნაკადულები ქარიშხლებით აემღვრია.
მაგრამ ქეთო, მაინც აუმღვრევია ამ ვერაგ ცხოვრებას, მაინც მოგრევია სიკვდილი. ჩემო უბოროტო მეგობარო, სამუდამოდ, სამარადისოდ იქნები ჩემი გულის ტკბილი, თან მწარე ნაწილი!
ყველას გვაპატიე, რომ შენს გულს ვერავინ გაუფრთხილდა და ვერავინ გაიზიარა შენი ლამაზი სულის სილამაზე!
ერთი კი ვიცი,
შევხვდებით, აუცილებლად შევხვდებით! მიყვარხარ!
მადლობა ყველა ლამაზი მოგონებისთვის, რომელიც ტკბილი საგზლის სახით გამყვება თან, მთელი ცხოვრება!“ – წერენ გარდაცვლილი გოგოს მეგობრები.
ასევე ნახეთ: