რატომ არ შიმშილობს ყველა „ნაციონალი“ – რას ამბობენ ოპოზიციურ პარტიაში

ნაციონალური მოძრაობა

“ნაციონალური მოძრობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ 12 კარავში 200-მდე პირი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს. მოშიმშილეთა შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ნაწილი.

რატომ არ მონაწილეობს პროტესტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერი? როგორც პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, მასობრივი შიმშილობის აქციას როლების სწორად გადანაწილება სჭირდება.

„ყველამ რომ იშიმშილოს, ფიზიკურად ადამიანური რესურსი ვერ გასწვდება ამას. ამის გარდა, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელია სერიოზული ლოგისტიკური თემები. ასეთი ტიპის აქციას ძალიან სერიოზული ორგანიზება სჭირდება, ლიდერებმა გადავინაწილეთ ფუნქციები, ვინ რას ვაკეთებთ“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.