გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
„კომფორტული ოფისი აქვთ, რომელსაც ციხესიმაგრეს ეძახდნენ, როცა მელია ჰყავდათ იქ შეხიზნული და იქ ახლა თბილად მოკალათებულია „ნაცმოძრაობის” რამდენიმე ლიდერი, თავიანთ ამომრჩევლებს კი, უკიჟინებენ სიცივეში წამოწვნენ, თითქოს ამით რაიმე შედეგს მიაღწევენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა “ნაციონალური მოძრაობის” მასობრივი შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით, განაცხადა.
„რთული პროცესი აქვს წამოწყებული პრეზიდენტს, წარმოუდგენლად რთული ამოცანაა ეს, მით უმეტეს, საქმე ეხება “ნაციონალურ მოძრაობას” და ყოველგვარი საღი აზრისგან გასულ ცხელ თავებს, რომლებიც დესტრუქციულ ნაბიჯებს და ობსტრუქციულ ქმედებებს გეგმავენ.
დღეს ვხედავთ, მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ნებისმიერ ფასად გამოიყვანონ ციხიდან, ამაზე ცხადი რა უნდა იყოს “კგბშნიკი” მისი ბიძა ჩამოვიდა, თითი დაუქნია, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და დაემუქრა “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ თუ აქტიურ ქმედებებს არ განახორციელებენ სააკაშვილის გამოსახსნელად ვერ მიიღებენ დაფინანსებას. რაც მან დატოვა ქვეყანა და გაიქცა, აქედან ერთ საათში “ნაცმოძრაობა” ორკესტრირებულად იწყებს ქმედებებს, რომელიც არ ჯდება არაფერში და მით უფრო არ ჯდება იმ კონტექსტში, რაც პრეზიდენტის მიერ არის დაანონსებული.
სრულიად მიუღებელია ის ულტიმატუმი რომელსაც უყენებენ არა მმართველ ძალას, არამედ საზოგადოებას და ქვეყანას და მათი კარვებში წამოწოლაც სრულიად გაუგებარია. ერთი მეტრის რადიუსში აქვთ კომფორტული ოფისი, რომელსაც ციხესიმაგრეს ეძახდნენ, როცა მელია ჰყავდათ იქ შეხიზნული და იქ ახლა თბილად მოკალათებულია „ნაცმოძრაობის” რამდენიმე ლიდერი, თავიანთ ამომრჩევლებს უკიჟინებენ კი ერთი მეტრის რადიუსში, სიცივეში წამოწვნენ, თითქოს ამით რაიმე შედეგს მიაღწევენ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.