„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
„კარვების ქალაქი“ – ასე ჰქვია კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ საპროტესტო ადგილს, სადაც მოქალაქეები და პოლიტიკოსები შიმშილობენ. მოთხოვნა ერთია – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, საპროტესტო კამპანიაში 300-მდე მოქალაქეა ჩართული. ის სოციალურ ქსელში შიმშილობის არსს და აზრს კიდევ ერთხელ განმარტავს.
„1. სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა
2. თუ რეჟიმი ბედავს პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში აყვანას – გაბედავს ყველაფერს, დაიჭერს სხვა პარტიების ლიდერებს, მედიის მფლობელებს, ნებისმიერ ოპონენტს
3. რომ ვიცოდეთ, რომ სასამართლო მაინც არსებობს ქვეყანაში, მართლმსაჯულების სიტყვას დაველოდებოდით -, ამ ქვეყანაში ვინმეს ობიექტური პროცესის მოლოდინი რომ ჰქონდეს, რადიკალურ პროტესტს არავინ მიმართავდა
4. მურუსიძის სასამართლო რეჟიმის მათრახია და არა სასამართლო
5. პროტესტი არაძალადობრივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში 90 წლების კატასტროფას დავუბრუნდებით
6. არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ,,ბიძინას შევეცოდებით” – შიმშილობის მიზანი ზოგადადაც და ახლაც არის – გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ინდიფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოებაც
რა თქმა უნდა, შიმშილობა საბოლოო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაა საკმარისი. ეს მხოლოდ თვალსაჩინო უსამართლობის შესაწყვეტად გამოიყენება!
7. განა სხვა გზები არ არსებობს? კი არსებობს და არავისთვის აგვიკრძალია სხვა გზები გამოიყენოს – ყველამ თავის ბრძოლის გზა აირჩიოს, მხოლოდ მხარს დავუჭერ
8. მხარს ვერ დავუჭერ საახალწლო ,,სტრატეგიულ არაფრის კეთებას” და მენტორულ დაწუნებას ჩვენი პროტესტისა – პერსონალურ პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს დიდი მორალური ძალა!
9.არჩევნებს უარვყოფთ? არა – პირიქით მივდივართ იქით, რომ არჩევანის უფლება დავიბრუნოთ
10.შიმშილობით რატომ ისუსტებთ თავს? იმიტომ რომ ქვეყანაში საპროტესტო ხმა გაძლიერდეს
11.ზოგიერთს ოპოზიციაში ყოფნა ესმის მხოლოდ როგორც კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკა და მუდმივად ექსპერტული პიედესტალიდან მოგვმართავს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკის ექსპერტები და კომენტატორები, რომლებიც გარედან უყურებენ პროცესებს – ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით და ვმოქმედებთ“, – წერია ნიკა მელიას ფეისბუკპოსტში.