ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

პარლამენტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

განხილვის მთავარი თემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები იყო.

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის ელჩს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2023 წლის გეგმები და პრიორიტეტები, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელების მიზნით დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში არსებულ რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს რეგიონული მშვიდობის განმტკიცების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.