კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ავღანეთში ყოფილი დეპუტატი 32 წლის ქალი მურსალ ნაბიზადა, დაცვის ერთ-ერთ წევრთან ერთად, საკუთარ სახლში მოკლეს.
როგორც ქაბულის პოლიციის პრესსპიკერი ხალიდ ზადრანი აცხადებს, დაჭრილია ყოფილი პარლამენტარის ძმა და მისი დაცვის წევრი, დაცვის კიდევ ერთი წევრი კი შემთხვევის ადგილიდან ფულითა და ძვირფასეულობით მიიმალა.
„უსაფრთხოების ძალებმა მომხდარზე სერიოზული გამოძიება დაიწყეს,“ – განაცხადა ხალიდ ზადრანმა.
ცნობისათვის, მურსალ ნაბიზადა პარლამენტის წევრად 2018 წელს აირჩიეს. ის ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ავღანელ ქალ პარლამენტარებს შორის, რომლებიც ქაბულში დარჩნენ მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ 2021 წლის აგვისტოში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობა დაამხო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო