11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1728588267
ნიკა მელიამ „რეაქციის“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ვანო მერაბიშვილს ხელს არასოდეს ჩამოართმევს და მასთან არასოდეს ითანამშრომლებს.
ენმ-ს თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ მერაბიშვილის პოლიტიკური კარიერა ინტრიგებითა და ადამიანების ერთმანეთთან გადაკიდებით არის სავსე.
,,მერაბიშვილმა ეტყობა ჩათვალა, რომ თუ მელია გლდანს მოიგებს მელია, პოლიტიკურ კისერს როგორ მოვუღრიცავო. არ ვიცი რა იმალება ახლა მასში. ინტრიგებით და ადამიანების ერთმანეთთან გადაკიდებით არის სავსე მისი პოლიტიკური კარიერა.
ასე მექცევა ადამიანი, რომელსაც გავლენის მოპოვება სურს პარტიაში. მე რა მორალით უნდა დავაჯერო ნებისმიერი ამომრჩეველი, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მანკიერებებს არასოდეს გაიმეორებს და ჩაიდანს. მე როგორ დავარწმუნო ნებისმიერი, რომ ცვლილება ყოველთვის ნიშნავს უკეთესობას. 2020 წლის შემდეგ, როდესაც მერაბიშვილმა არჩევნების დროს საწადელს ვერ მიაღწია, მე ვთქვი, რომ არ მაქვს მასთან შეხვედრის სურვილი და არასოდეს ხელს არ ჩამოგართმევ. მე ამ ადამიანს არასოდეს დავუწყებ თანამშრომლობას, ეს გადაულახავი ბარიერია“, - ამბობს ნიკა მელია.