პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია

პოლიტიკა 1750856070

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ორი პირი - საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე გამოჰკითხა.გივი მიქანაძემ 2025 წლის 21-27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და პარლამენტში არ შემოვიდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი უპრეცედენტო მობილიზება იყო - მიწვეული სტუმრის სტატუსით სტრასბურგში იმყოფებოდნენ, როგორც რადიკალური ჯგუფების წევრები და კონკრეტული პოლიტიკოსები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, აღნიშნული ჯგუფები სტრასბურგში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ და სხვადასხვა პოლიტიკოსებთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდათ, განსაკუთრებით, ევროპის სახალხო პარტიასთან და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსთან (ALDE).„მათი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი და ამით ჩვენი ქვეყნისთვის, მისი იმიჯისთვის ზიანი მოეტანათ და ეს არც დაუფარავთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.მისივე ინფორმაციით, სტრასბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან იმყოფებოდნენ: თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ხოლო არასამთავრობო სექტორიდან - ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი კანდელაკი, თინა ხიდაშელი და სხვები.როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამ პოლიტიკოსების ნაწილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანსაც შეხვდნენ, სადაც მოითხოვდნენ, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი არ ყოფილიყო.მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არ ცნობის საკითხის სესიის დღის წესრიგში ჩასმა შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს და მათ მხარი დაუჭირეს ევროპის სახალხო პარტიისა და ALDE-ს წევრებმა, ასევე ძალიან აქტიურობდა უკრაინის დელეგაცია.გივი მიქანაძის განმარტებით, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავამ კომიტეტის წევრებს დეზინფორმაცია მიაწოდა, სადაც განაცხადა: „საქართველოში რუსული ხელისუფლებაა, საჭიროა ზომების მიღება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნება, რომ თუნდაც დათქმით ცნოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის უფლებამოსილება“.როგორც მან აღნიშნა, რადიკალების გეგმა, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი არ ყოფილიყო, ჩავარდა - საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა გაკეთდა სრულიად უსამართლო დათქმები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასთან და დაკავებული პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.„ეს უსამართლო და აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტს უნდა იცავდეს, ერეოდა კონკრეტული ქვეყნის საშინაო საქმეებში და ორმაგი სტანდარტების მიდგომით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, უსაფუძვლოდ მოითხოვდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს და სრულიად იგნორირებდა საქართველოს მოსახლეობის მიერ 2024 წლის ოქტომბერში გაკეთებულ არჩევანს. ჩვენთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელი იყო, შესაბამისად, არ დაველოდეთ შემდგომ სესიას, რომელზეც საქართველოს საკითხი კიდევ უნდა განხილულიყო და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ თვითონ შეგვეჩერებინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქმიანობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებულ ქმედებებზე დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მისცა.„სამწუხაროა, როდესაც ხედავ, რომ შენივე კოლეგები, შენს გვერდით მსხდომი ადამიანები, რომლებსაც ასევე ჰქვიათ ქართველი პოლიტიკოსები, სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში გამალებით არიან ჩართული. ნამდვილად არ არის ეს სასიამოვნო სანახავი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, 2022 წელს, ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე მათი მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ მოლდოვა და უკრაინა მიიღებდნენ კანდიდატის სტატუს, საქართველო კი არ მიიღებდა.„ვნახოთ, მოსახლეობის ის 85 პროცენტი, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს რა პასუხს მოსთხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - მათ მიერ ნათქვამი ეს წინადადება ცხადად აჩვენებდა, რომ ევროინტეგრაცია, საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი, ვიღაცისთვის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი იყო იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერი გზით შეეცვალათ.2020 წელს არჩევნების არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობდა, აღარ არსებობდა არანაირი კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილების და რა თქმა უნდა, „სცენარი 2“ - არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილების - უკვე სრულად ჩაშვებული იყო ასამოქმედებლად. საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართული იყვნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.„თუ გახსოვთ კამპანია, რომ საქართველო არის მაჩანჩალა, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად იყენებდა „ლელო“ – „ლელოს“ პოლიტიკოსები პარლამენტში, განსაკუთრებით ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი ხშირად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის მაჩანჩალა და ცდილობდნენ, რომ ეს რაღაცნაირად გამჯდარიყო საზოგადოებაში, თითქოს, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა აქვს მიღწევები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე -„შავი ხვრელი - საქართველო“, რომლითაც ქვეყანას უსაფუძვლოდ ადანაშაულებდნენ, რომ თითქოს რაღაც არასწორად კეთდებოდა, თუმცა ამისი არანაირი მტკიცებულება თუ საფუძველი არ ყოფილა.„ეს კამპანია რამდენიმე თვე გაგრძელდა, რომელმაც ვერ ვიტყვით, რომ ზიანი არ მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს. ზუსტად იმ პერიოდში კანდიდატის სტატუსს ველოდით და მართლაც კარდაკარ დავდიოდით ჩვენი პარტნიორების დასარწმუნებლად იმაში, რომ არასწორი იქნებოდა საქართველოს ჩამოტოვება ამ სამეულიდან და გეოპოლიტიკურად არასწორი გზავნილი იქნებოდა გარე სამყაროსთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ამ გეოპოლიტიკურ მიზნებს სხვა მიზნებმა აჯობა და საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.მან ასევე ისაუბრა გასულ წელს გამართულ ევრონესტის შეხვედრაზე, როდესაც ძალიან კარგად გამოჩნდა „ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გულწრფელობა“. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ შეხვედრაზე, ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით სამ ქვეყანაზე - უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე მორგებული რეზოლუციის ინიციირება მოახდინეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“, თუმცა ოპოზიციონერმა კოლეგებმა - ვაშაძემ, წითლიძემ, ბოტკოველმა და კორძაიამ, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის თემა შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ, რადგან „ქუჩის პოლიტიკაში“ ჩართული პოლიტიკოსები ამ თემას ბრიუსელში აქტიურად ლობირებენ.ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 -2014 წლებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერია და სხვები აქტიურად ლობირებდნენ, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის და ვანო მერაბიშვილისა და სხვა სამართლებრივი საქმეები ამის მიზეზი გამხდარიყო.მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამით მათ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ მიუღებელი იყო.„ეს დღის წესრიგი არ შეცვლილა და განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნებამდე გააქტიურდა - ანუ სურათი, რომ „ქართული ოცნება“ მიუღებელია და არ უნდა ესაუბრო, დღესაც დევს ბრიუსელში მაგიდაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.მისივე თქმით, ყველაფერს, რასაც „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ და ედავებიან, ის ადამიანები უყრიან საფუძველს, რომლებიც ან პოლიტიკაში არიან, ან არასამთავრობო ორგანიზაციებში ან მედიის გარკვეულ ნაწილში.„ჩვენ გვიწევს ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, სახელმწიფოს ინსტიტუტების დაცვისთვის და ამის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური მიზნის განხორციელება, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაცია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა 30 ივნისს გაიმართება.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1750844944

მაკა ბოჭორიშვილი: აქტიურად ხდებოდა სამართლებრივი საქმეების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხრიდან - ეხვეწებოდნენ ევროპარლამენტარებს, პირობითობა ჩადეთ რეზოლუციებში, რომ თუ მერაბიშვილი გარეთ არ გამოვა საქართველო ასოცირების შეთანხმებას ვერ მოაწერს ხელს

ძალიან აქტიურად ხდებოდა სამართლებრივი საქმეების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ, პირიქით - ოპოზიციის მხრიდან. სწორედ ეს იყო სამართლებრივი საქმეების პოლიტიზება. მერაბიშვილის საქმის პოლიტიზებას ახდენდნენ სწორედ ის ადამიანები, ვინც ბრიუსელში დადიოდნენ ევროპარლამენტში და ეხვეწებოდნენ ევროპარლამენტარებს, პირობითობა ჩადეთ რეზოლუციებში, რომ თუ მერაბიშვილი გარეთ არ გამოვა, თუ არ იქნება ეს სამართლებრივი საქმეები სხვანაირად გადაწყვეტილი, საქართველო ასოცირების შეთანხმებას ვერ მოაწერს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია აქტიურად ლობირებდა, რომ საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე ხელი შეეშალათ და ამის საფუძველი ვანო მერაბიშვილის და სხვა მსგავსი სამართლებრივი საქმეები გამხდარიყო. მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციაში მყოფი ოპოზიციონერების დღის წესრიგი ძირითადად იყო ის, რომ ეჩვენებინათ, თუ როგორი მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთისთვის.„ეს ხდებოდა 2014 წლამდე, 2013 წელს, როდესაც, ძალიან კარგად გვახსოვს, რა პირობებში ხდებოდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე გადაწყვეტილების მიღება. ეს არ იყო მარტივი გეოპოლიტიკური მოცემულობა: მაშინ ოთხ ქვეყანასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, სომხეთმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, შევიდა ევრაზიულ კავშირში. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის საჯარო მოსმენაზე, სწორედ ამ პერიოდში ლობირებდნენ აქტიურად, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და მერაბიშვილის და სამართლებრივი საქმეები გამხდარიყო ამის საფუძველი და მიზეზი, რის გამოც, საქართველო შეიძლებოდა გვერდით გადაწეულიყო- ამას აკეთებდნენ.დელეგაციაში ვინც იყვნენ, ყველა აქტიურად მუშაობდა, კანდელაკის სახელი არაერთხელ გაჟღერდა და ეს იყო ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად დადიოდა და ლობირებდა, სამადაშვილიც ყოველთვის აქტიურობდა ამ პროცესებში, ბოკერიაც იყო, ბევრნი იყვნენ, ვინც დადიოდნენ ბრიუსელში და მათი დღის წესრიგი ძირითადად იყო, რომ როგორღაც გაჩენილიყო შემაფერხებელი გარემოებები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გადასავადებლად, დროში გასაწელად, რომ შემდგომ ეჩვენებინათ, როგორი მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთისთვის. ეს დღის წესრიგი არ შეცვლილა, ყოველთვის იყო ამ წლების განმავლობაში და სხვდასხვა დოზით აქტიურდებოდა, განსაკუთრებით აქტიური არის ახლა, 2024 წლის არჩევნებამდე განსაკუთრებით გააქტიურდა.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მალხაზ თოფურია

პოლიტიკა 1750241507

ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა თავისი განცხადებებით რუსეთს 2008 წლის ომში ეკოდანაშაულის უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს - მალხაზ თოფურია

რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პროცესში ტალიავინის დასკვნის პროექტში ეწერა ეკოდანაშაულიც, რომელიც არის ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება, თუმცა ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ეს უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ განაცხადა.მისი თქმით, ტალიავინის დასკვნაში მსგავსი ჩანაწერი რომ მოხვედრილიყო, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ რამდენიმე მილიარდის გადახდა დაეკისრებოდა.„ტალიავინის კომისიამ მუშაობის პროცესში რუსეთის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული გამოკვეთა. ამ კომისიის მუშაობის შედეგად, რუსეთს ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული მიუძღვის არაადეკვატური ძალის გამოყენების ნაწილში, ასევე პროექტში ეწერათ, რომ რუსეთმა ეკოდანაშაული ჩაიდინა – ეს არის ბორჯომის ხე-ტყის პარკის დაწვა. რუსეთს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანას მოუწევდა, ეკოდანაშაულის ჩადენაზე რამდენიმე მილიარდის, რამდენი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, საქართველოს სასარგებლოდ გადახდა მოუწევდა. და უცებ, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი გამორბიან ყველა არხზე, ყველა მიკროფონთან და აცხადებენ, მადლობა წაღვერის მოსახლეობას, რომ არ გათქვეს, რომ იქ ტექნიკას ვმალავდით და რაღაცებს ვინახავდით. მანამდე, არც კეხვის, არც თამარაშენის სოფელი არ გახსენებიათ. ტალიავინის კომისიას ეს მასალა წარედგინა და რუსეთს ეკოდანაშაულზე ბრალდება მოეხსნა. როდესაც შენ მწვანე საფარს იყენებ საბრძოლო მასალების შესანახად, სამხედრო სამართალშია ასეა, პასუხისმგებლობისგან ის თავისუფლდება. ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ეს უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს,“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

ცაგურია

პოლიტიკა 1750065112

ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: შეგნებულად იყო სამმართველოს შესასვლელი გაღებული, ვიდეოკამერებით გვიღებდნენ, უნდოდათ დაედგათ კადრი, რომ შევიჭერით, იქ თავისი ფეხით ვინ შევიდოდა - „ზონდერულ-მილიციური“ თავდასხმა მოგვიწყვეს

რომ მივდიოდით [პოლიციის სამმართველოსთან], უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ მაგათ უყვარდათ ორი ადამიანის დასაჭერად ათასი კაცის მობილიზება. არ გვიკვირდა მათგან შოუების მოწყობა და არ მიფიქრია, რომ კიდევ რამე ცუდი მოხდებოდა. მივედით სამმართველოს წინ და დავდექით ტროტუარზე. გადარჩენილ კადრებშიც კი ჩანს, რომ მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ, 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებ საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, პოლიციის სამმართველოს მთავარი შესასვლელი შეგნებულად იყო გაღებული, ვინაიდან, მათ სურდათ, დაედგათ კადრი, თითქოს, მომიტინგეები შეიჭრნენ სამმართველოში, თუმცა, სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ შეკრებილები უკანა მხარეს წავიდნენ და ეს გეგმა ვერ განხორციელდა.რაც შეეხება აქციის მონაწილეების სასტიკ ცემას, ცაგურიას განცხადებით, მათ არამხოლოდ ხელკეტებს, არამედ, არმატურის ნაჭრებს, ფიცრებს, ჩაქუჩებს და ჯაჭვებს ურტყამდნენ.„მანქანების გადაადგილებისთვისაც კი არ შეგვიქმნია პრობლემა, მიუხედავად იმისა, ახლა რომ 5 კაცი რუსთაველს კეტავს, ჩვენ უკვე იმდენი ვიყავით, რომ იმ პატარა ქუჩისთვის საკმარისი იყო და ლეგიტიმური უფლებაც გვქონდა, რომ დაგვეკეტა, მაგრამ შეგნებულად, ქუჩაც კი არ დავკეტეთ. შესასვლელის ბლოკირება გამორიცხული იყო, წარმოდგენაც არავის გვქონია. მაგ შესასვლელზე, საინტერესო ის არის, რომ ჩვენდა გასაოცრად, ღია დაგვხვდა და ამ დეტალს ყურადღება არ მივაქციეთ. შეგნებულად იყო სამმართველოს შესასვლელი გაღებული, შიგნიდან ვიდეოკამერებით გვიღებდნენ და დავიწყეთ სიის წაკითხვა, რომ მოვედით, აქ ვართ და ამ დროს, უცებ დაიხუვლა რაღაცამ და ისმის ჩექმების ბრაგუნი - ყველა მხრიდან მორბიან, სამმართველოს შესასვლელის გარდა. ამათ უნდოდათ, დაედგათ კადრი, რომ შევერეკეთ სამმართველოს შენობაში და გადაეღოთ ისე, რომ შევიჭერით, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცოდით იქ რა ხდებოდა და თავისი ფეხით ვინ შევიდოდა? ჩვენ კიდევ, უკანა მხარეს წავედით ინსტინქტურად. იქ ისეთი ამბავი ატყდა, ხულიგნურ-პოლიციური, ზონდერული გაერთიანება დაგვახვედრეს. ყველა არ იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. ჩვენ დარბევა და ზონდერები არ გვიკვირდა, ყველა ჩვენს აქციას თან ახლდა ზონდერ-დაჯგუფებების გაკეთება, რომლის ორგანიზატორებად უდესიანები და ვიღაცები ჰყავდათ, ამას დააორგანიზებდნენ და აქციებიდან წასულ ხალხს არაკაცურად სადარბაზოებში, ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და სასიკვდილოდ სცემდნენ. აქაც ზონდერულ-მილიციური თავდასხმა მოგვიწყვეს და ხელში ეჭირათ, მარტო პოლიციის ხელკეტები კი არა, ზოგს არმატურის ნაჭერი, ზოგს ფიცარი, ზოგს ჩაქუჩი, ზოგს - ჯაჭვი. ჩაქუჩებს გვირტყამდნენ და ჯაჭვები გვირტყეს სულ. სასიკვდილოდ უნდა ვეცემეთ ყველა სათითაოდ, ვანო მერაბიშვილი როგორც ამბობდა, უნდა "გაფარჩაკდნენ" ცემაში და მაშინ იქნება კარგიო, ზუსტად მაგას აკეთებდნენ."- განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1749198691

მინდა, მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვალერი შოშიაშვილის მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ბიზნესმენს, მოგვმართეთ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო - თეა წულუკიანი

მინდა, მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვალერი შოშიაშვილის მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ბიზნესმენს, მოგვმართეთ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.მისი თქმით, აუქციონის გზით ბიზნესმენებს ნანგრევების შეძენას დიდ თანხად ავალებდნენ. თეა წულუკიანის თქმით, ამ მეთოდის კვლევა უნდა გაღრმავდეს.„რამდენიმე განცხადებაა შემოსული და მინდა, ბატონი ვალერი შოშიაშვილის მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ბიზნესმენს მოვუწოდო, რომ ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, მოგვმართეთ. კახეთი, სადაც ზურაბ ადეიშვილს ჰონდა „შეფობა“ აღებული და ითვლებოდა კახეთის აღმშენებლად იმ მეთოდით, რაც ბატონმა ვალერმა აღწერა. ახალციხე, რომელზეც მეორე ბოსი იყო ვანო მერაბიშვილი. სწორედ ასეთი მეთოდებით, აუქციონებზე ნანგრევებს შეაძენინებდნენ ბიზნესმენებს დიდ თანხად, შემდეგ, როგორც თავად ამბობდნენ, ამ თანხებს რეგიონების აღსაშენებლად იყენებდნენ. განცხადების სახით ამის რამდენიმე მაგალითია შემოსული. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ თანხებს სხვა რაღაცაში იყენებდნენ. რაბათის მშენებლობისთვის რომც გამოეყენებინათ, რითაც იმართლებდა ხოლმე თავს ბატონი ვანო მერაბიშვილი, ეს არ არის ის მეთოდი, რომლითაც სახელმწიფო უნდა აშენებდეს ძეგლს თუ ობიექტს. ჩვენ უნდა გავაღრმაოთ ასეთი მეთოდის კვლევა. ეს პირველი მაგალითია, რაც საჯაროდ გამოვიდა და კიდევ მეტად შემზარავია, ვიდრე ნოტარიუს ციური ბერიძესთან სტუმრობა, რომელიც პატრიოტებს ვერ იგერიებდა, როგორც თავად ბრძანა და სახელმწიფოზე ქონებებს ღამე აფორმებდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვალერი შოშიაშვილი

პოლიტიკა 1749193459

ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი - 2010 წელს ფინანსურ პოლიციაში მეუბნებიან, რომ „რუსთავი 2“-ზე საეთერო დრო უნდა ვუყიდო გიორგი თარგამაძის პარტია „ქრისტიან-დემოკრატებს“, ეს დავალება მოვიდა დავით კირკიტაძის ძმისგან

საქართველოს პარლამენტში, სადაც „2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების და მმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს, ბიზნესმენ ვალერ შოშიაშვილს უსმენენ.სხდომაზე განიხილება ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.როგორც ვალერ შოშიაშვილმა სხდომაზე კომისიის წევრებს განუცხადა, დავით კირკიტაძის ძმამ, ირაკლი კირკიტაძემ, რომელიც ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, დაიბარა უწყებაში და განუცხადა, რომ უნდა ითანამშრომლონ.„საოჯახო ბიზნესში ჩართვის მომენტიდან დაიწყო ის, რომ აშკარა გახდა, რა შეუძლებელი იყო ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი ბიზნესის წარმოება. 2006 წელს, როდესაც შემოვიდა იმპორტი და კონტეინერები, საბაჟოზე მოხდა გაურკვეველი სიტუაცია – მაშინდელმა ხელისუფლებამ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნ, რომელიც უნდა ჰქონოდა თითოეულ კონტეინერს. არაფერი საბუთი არ არსებობდა იმაზე, რა დასკვნა უნდა ყოფილიყო. მაშინ გაჩერდა საბაჟოზე, ჯამში იყო 100-150 კონტეინერი. იმპორტიორებმა გავაპროტესტეთ საბაჟოს ტერიტორიაზე. ამ დროს მიბარებენ ფინანსურ პოლიციაში, სადაც მეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი კონტეინერი ვერ გავა კი არა, ამასთან ერთად იქნება უკვე დაჭერაც და იმ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ჩართული ვართ ბიზნესში, იქნებოდა განსაკუთრებული ზეწოლა.ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, სესხი ავიღე და შემოწირულობის სახით გადავრიცხე „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე. სესხი ავიღე „პროკრედიტ ბანკში“, 2007 ან 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდია. პარალელურად, გრძელდება ამ თითოეულ კონტეინერზე 1 500 დოლარის გადახდა. ყოველ თვე მოდის თბილისის ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი კირკიტაძე და ჯამში მიაქვს ხან 18 000 დოლარი, ხან 15 000 დოლარი. გააჩნია, რამდენი კონტეინერი შემოვიდოდა. იმ პერიოდში, როდესაც გადვიხადე თანხა, 100 ათასი ლარი შემოწირულობის სახით, შემდგომაც გრძელდება შეთანხმება – თანხის გადახდა.2010 წელს ისევ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ შემოწირულობას აღარ მთხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე. მეუბნებიან, რომ საეთერო დრო უნდა ვუყიდო „რუსთავი 2“-ზე „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, გიორგი თარგამაძის პარტიას. იგივე „დავალება“ მოდის იქიდან – ირაკლი კირკიტაძისგან, ფინანსური პოლიციიდან. ამ საეთერო დროის ღირებულება იყო 50 ათასი ლარი და ეს თანხა უნდა გადამერიცხა „რუსთავი 2“-ის ანგარიშზე.მართლა გაოცებული დავრჩი, რადგან ვიცოდი, რომ სახელისუფლებო პარტია იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვე, ახლა ეს ახალი პარტია საიდან გამოჩნდა-მეთქი, მამაჩემს პირველი ეგ ვუთხარი. „ქრისტიან-დემოკრატები“ რა შუაში არიან, ოპოზიცია არის-მეთქი. მაშინ ირაკლი კირკიტაძემ მიპასუხა, რომ „ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენში სხვაობა არ არისო“.ბიზნესს უკვე ძალიან გაუჭირდა მაგ პერიოდში. კონტეინერებიც ვეღარ შემოდიოდა, დაიწყო კონტეინერებმა კლება, რადგან თანხის მუდმივად გადინება ბიზნესიდან, ნიშნავდა, რომ საბრუნავი კაპიტალიდან ვიღებდით თანხას და 2010 წელს ირაკლი კირკიტაძე ითხოვს უკვე ჩემი შპს-ს გადაფორმებას ოფიციალურად. ამბობს, რომ ის უნდა გახდეს შპს „ენკა ჰაუსის“ დირექტორი. ოფიციალურ შეხვედრაზე დამიბარა ფინანსურ პოლიციაში. მიზეზი იყო ის, რომ კონტეინერები ვეღარ შემოდის, უკმაყოფილო არიან, ვისთანაც თანხა მიმაქვსო და ეს იყო ვანო მერაბიშვილი. ამიტომ, ეს უნდა გადავიფორმო მე და დავიწყო ჩახედვა, რა არის ბიზნესში პრობლემა და რატომ ვეღარ შემოდის კონტეინერები. მე ვფიქრობ, რომ ეგენი ზოგადად არიან უნიჭო ადამიანები და მხოლოდ ზეწოლა შეუძლიათ, მაგრამ 2010 წელს ბიზნესის ირაკლი კირკიტაძეზე გადაფორმების შემდეგ, ბიზნესმა დაიწყო გაცამტვერება“, – განაცხადა ვალერ შოშიაშვილმა.

სიმონ გასვიანი

პოლიტიკა 1748588580

კოდორის ხეობის მკვიდრი სიმონ გასვიანი: 2008 წლის ომის დროს სოსო ქარჩაიძე განაგებდა ხეობაში მდგომარეობას, ის ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო

[2008 წლის ომის დროს] სოსო ქარჩაიძე იყო, ვინც განაგებდა [კოდორის] ხეობაში მდგომარეობას, - ამის შესახებ კოდორის ხეობის მცხოვრებმა, სიმონ გასვიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის თემის განხილვა მიმდინარეობს.გასვიანის განცხადებით, თავად იმ პერიოდში მესაზღვრედ მუშაობდა და სოსო ქარჩაიძეს, რომელიც იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო, ემორჩილებოდა არა მხოლოდ შინაგან საქმეთა, არამედ, თავდაცვის სამინისტროც."მე იქ დავდიოდი თათბირებზე ორშაბათობით, როდესაც მეთაური არ იყო. იქ თავდაცვასთან ერთად, ბევრი ქვედანაყოფი იყო შემოსული, 16 თუ 17, და ყველაფერს რომ ის განაგებდა, ამიტომ ვიცით მისი სახელი და გვარი ყველამ. ის ვანო მერაბიშვილის კაცი, მისი წარმომადგენელი იყო. თავდაცვის სამინისტროს ნაწილებიც, ჩვენც მესაზღვრეებიც, მთელი სამმართველო მას ვემორჩილებოდით. თავდაცვიდან, მახსოვს, იყო გივი კაპანაძე, ძალიან კარგი ადამიანი, მას ძირითადად ჰყავდა წვევამდელები, ჯარში ახალი გაწვეული ბავშვები. სიმართლე გითხრათ, [ქარჩაიძე და კაპანაძე] ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობოდნენ, დაპირისპირებაში იყვნენ." - განაცხადა სიმონ გასვიანმა.

ვასილ მაღლაფერიძე

პოლიტიკა 1748425444

ვასილ მაღლაფერიძემ დროებით საგამოძიებო კომისიას 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებულ თათბირზე გაკეთებული აღწერა გააცნო, რომელიც კომისიის დასკვნას ოფიციალურ დოკუმენტად დაერთვება

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელების გუბერნატორებთან თათბირზე გაკეთებული აღწერა გააცნო."2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა. გადავწყვიტე, ქაღალდზე გადავიტანო ის, რის შემსწრეც გავხდი გუშინ და რაზეც უკვე თითქმის ოცდაოთხი საათია, განუწყვეტლივ ვფიქრობ. ამ თემაზე კიდევ დიდხანს ვიფიქრებ, მაგრამ მიმაჩნია, ვალდებული ვარ, სხვასაც მივცე ამ თემაზე დაფიქრების საშუალება. ამისთვის კი მოვყვები მხოლოდ იმას, რაც ვნახე და მოვისმინე. მხოლოდ ფაქტი. გუშინ, 4 ნოემბერს, კვირას, დაახლოებით დილის 11 საათზე მობილურ ტელეფონზე დამირეკეს სამთავრობო ოთხნიშნა ნომრიდან. ქალბატონმა მითხრა, ელაპარაკეთ შს მინისტრის თანაშემწესო. ახალგაზრდა კაცი წარმომიდგა, გვარ-სახელი არ მახსოვს, პირველად გავიგე და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია. ძალიან ზრდილობიანად მაცნობა, დღეს, საღამოს 9 საათზე, მინისტრმა გთხოვათ გუბერნატორებს მოსვლა და ხომ შეძლებთო? დავეთანხმე. დავურეკე ჩემს მძღოლს, ვუთხარი, მოსულიყო 20:15 წუთზე, ვიფიქრე, მიტინგის გამო გზებზე საცობებს არ შეეშალა ხელი, თუმცა, უპრობლემოდ მივედი და დაახლოებით ნახევარი საათი შსს-ს შენობის პირდაპირ, გზის გადაღმა მანქანაში ვიჯექი. დრო რომ მოვიდა, შევედი შენობაში. ლიფტთან შემხვდნენ მეორე შესასვლელიდან შემოსული დავით კირკიტაძე და ზაზა გოროზია. მეხუთე სართულზე ავედით და პირდაპირ შევედით ვანო მერაბიშვილის კაბინეტში. იქ დაგვხვდნენ ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, ამირან მესხელი(?) კითხვის ნიშანი მიწერია, რადგან იქ ამბობდნენ და მე ჩავთვალე, რომ ამირან მესხელია. არ ვიცნობდი მას. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეგ არის. (ტანმორჩილი ახალგაზრდა, რომელსაც ამირანს ეძახდა ვანო და ვიფიქრე, მესხელი თუ არის-მეთქი), რომლის თანამდებობაც არ ვიცი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე, იმერეთის გუბერნატორი კაკო ბობოხიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი, რომელიც მეორედ ვნახე და გვარი არ მახსოვს, ქვემო ქართლის გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი. ვანო ჩქარობდა, დავიწყოთო ვიღაცამ თქვა, საცაა, მიხოც მოვაო და, მართლაც, ორ წუთში გურიის გუბერნატორი მიხო სიმონიშვილიც მოვიდა. აი, ოქრუაშვილის კიდევ ერთი კადრიც მოვიდა, – იხუმრა ვიღაცამ. ეგ აუცილებლად გენერალური პროკურორის გვერდით დასვითო (გარკვეული პერიოდის წინ, ივლის-აგვისტოში, მიხოზე საუბრები მიდიოდა და, არცთუ უსაფუძვლოდ, რომ შეიძლება, ოქრუაშვილთან სიახლოვის გამო პრობლემები შეექმნასო. პროკურატურამაც დაუწყო, როგორც ამბობენ, ერთ პერიოდში ჩიჩქნა). მიხომ უხერხულად გაიცინა და მართლაც ადეიშვილის გვერდზე დაჯდა. მელიქიშვილმა თქვა, გია ნაცვლიშვილმა (კახეთის გუბერნატორი) დამირეკა, სართიჭალას გამოვცდიო. კირკიტაძე ეხუმრა, შენ რას გირეკავს, ვიზას ხომ არ გთხოვს შენს ტერიტორიაზე გამოვლისთვისო. კაკომ საიდანღაც იაპონური ხმალი აიღო, აქეთ-იქით იქნევდა და, როგორც ყოველთვის, ხმაურობდა. ვიღაცამ უთხრა, დადე, ეგ ხმალი ხომ არ გგონია, ხარაკირის ხანჯალიაო. მაშინ სიცილით ჩემკენ გამოაცურა მაგიდაზე, მაშინ ეს ვასიკოსთვის დამითმიაო, ჩემმა ყოფილმა მოადგილემ ორი-სამი კვირის წინ მწვავე განცხადებები გააკეთა პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ და ოპოზიციას შეუერთდა და ამაზე მეხუმრებოდა…ვანომ გაიცინა, მართალი არ გეგონოს, არ შეშინდეო. არც მეშინია, ჩემგან ერთი გადავიდა და რაც მთავრობიდან და უმრავლესობიდან ხალხი გადავიდა ოპოზიციაში, ჩემამდე იმდენს აქვს ხარაკირი გასაკეთებელი, ჩემამდე ვერც მოაღწევს ეს ხანჯალი-მეთქი, ვეხუმრე მეც.ვანომ, გვეჩქარება, ვეღარავის დაველოდებით, დავიწყოთო. თან უგულავას უთხრა შეთამაშებული ხუმრობით, ზედმეტებმა დაგვტოვონ, ხელს ნუ გვიშლი, ოტიაშვილთან (თუ უტიაშვილთან – კარგად ვერ გავიგე) გადიო. გიგი ოთახში წინ და უკან დადიოდა და ღლაბუცობდა, ნუ არღვევ ადამიანის უფლებებსო და სვიტრს ვეძებო თუ რაღაც ესეთი. მერე მართლაც იპოვა სავარძელზე მიგდებული სვიტრი და გავიდა. გუშინ არ მიფიქრია, დღეს შთაბეჭდილება მრჩება, წინასწარ შეთანხმებული იყვნენ, რომ იგი ამ ლაპარაკს არ უნდა დასწრებოდა. ვანომ კიდევ იხუმრასავით (საერთოდ, მთელი თათბირი სულ სიცილ-ხითხითით მიმდინარეობდა. ოღონდ მეორე ნაწილში, რომელიც ახლა იწყება, ბევრ გუბერნატორს აღარ გვეღიმებოდა), კიდევ ვინმე ხომ არ არის ზედმეტიო, მერე გოკას შეხედა და – აი, კიდევ ერთი ზედმეტი, მაგრამ რადგან დარჩი, იყავიო. ახლა, ამ ეპიზოდს რომ ვიხსენებ, მგონია, გოკა ვერ მიხვდა, რომ უნდა გასულიყო და მას არ მართებდა იქ დარჩენა, რათა უგულავასავით ფორმალურად თეთრი ხელთათმანებით დარჩენილიყო.ცხადია, მათ ვიწრო წრეში მოლაპარაკებული და დალაგებული ჰქონდათ, რაც შემდგომ გვითხრეს, მაგრამ ამდენ ხალხში, ასეთ საჩოთირო თემასთან დაკავშირებით ზედმეტ მოწმედ ყოფნა არაფერში სჭირდებოდა. თუმცა, ეს ფიქრი შემდგომ გამიჩნდა, მაშინ კი სხვა რამ მაინტერესებდა. ჩემი გუბერნატორობის ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში არ მომხდარა, ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი ერთად შეგვხვედროდა გუბერნატორებს, მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც ვერ მოვახერხე ტელეფონით დავკავშირებოდი გენერალურ პროკურორს, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, სანამ ჩვეულებრივი ადამიანი იყო.ძალოვანთა მხრიდან ამგვარი ყურადღება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან რომ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, მაგრამ ოდნავ მაბნევდა კულტურის მინისტრის იქ ყოფნა. ძალოვანების და კულტურის მინისტრის ამგვარი სიმბიოზი უცნაური ჩანდა. ზოგადად, ვვარაუდობდი, რომ საუბარი იქნებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციის რაიმე პიარკამპანიით გადაფარვაზე…დაიწყო ვანომ, ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარიო. პირველი, უნდა იყოთ ძალიან მხნედ, ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, რაც ქუჩაში ხდებაო. ეს მხიარული (ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა!) ნაწილია იმისა, რაც უნდა გითხრათ, ახლა კი სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთო… – ეს ნაძირალები ძალიან გაბლატავდნენ, ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ ოთხი წელი ვიბრძოდით. მართალია, დიდი არაფერი ძალა არა აქვთ, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რომ თქვას, რაიონებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა ან აწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში, შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამომსვლელის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე, არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს უკან გაულახავი. არა სახალხოდ, სათითაოდ. მაგალითად, გურიიდან ან ზუგდიდიდან ჩამოსულ ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ, მაგალითად, ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკმელებს. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს ნებართვას (სიცილით!).– მე არაფერი გამიგია, ჩუმად ვარ და რომ მორჩება ყველაფერი, მერე გეტყვით, რას ვფიქრობ, – ეს იყო ერთადერთი და ღიმილით წარმოთქმული რეპლიკა, რომელიც ადეიშვილმა ჩემს იქ ყოფნაში თქვა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ შიგადაშიგ ორიოდე წამოძახილს: „დავიჭიროთ! დედა მოვუ..ნათ!“). -„მოკლედ, ისე უნდა გაილახოს, რომ დიდხანს ვერ დადგეს ფეხზე. სახეზე ერიდეთ, არ არის აუცილებელი, ძირითადად, თირკმელებში, მუცელში. ვინც არ იცის, როგორ, გაიარეთ კონსულტაციები ახალაიასთან“. ჩემგან მარჯვნიდან, კეზერაშვილისგან ან ახალაიასგან ისმის სიცილნარევი რეპლიკა: „განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეშიც შეიძლება!“ ვანომ განაგრძო: – „განსაკუთრებულში აუცილებელიც კია, ოღონდ – განსაკუთრებულში, ასეთებიც ბევრი ვიცით (იცინის!). ვინც ცოტა მოშავოა“ ან ეგეთი ტიპი, ჯიბეში ნარკოტიკი და – ბაჩოსთან! გარეთ ერთი ახალაია მოუვლით, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ, – საკუთარ ხუმრობაზე საკმაოდ იცინა. შემდეგ გააგრძელა, ცემა აუცილებელია, იმიტომ, რომ რაიონებში ჩადიან მიტინგებზე ნამყოფი ადამიანები და იწყებენ იქ ბლატაობას და ხალხის შემოკრებას, გალახული კაცი არის ჩმორი საქართველოში და კარგავს ეგრევე გავლენას“.– ეს თვითონაც კარგად იციან და იმიტომ უნდოდათ ჩხოროწყუს გამგებლის გალახვა და არ დავანებეთ, – წამოიძახა გოროზიამ.– არ დაანებე კი არა, ისა! თუ რამის თავი გქონდა, ზუგდიდში გექნა. ახალაია რომ არა, მოდიოდნენ ბედნიერად იქიდან. გოროზიამ ჩაიბურდღუნა რაღაც და გაჩუმდა.გოგა ხაჩიძემ ითხოვა, რაღაცის თქმა მინდაო. ვანომ, გისმენთო.– ბევრი ვიფიქრე შექმნილ ვითარებაზე და მგონი, არ იქნება ცუდი, თუ გავუშვებთ კლიპებს, სადაც მითითებული იქნება, ოპოზიციის კონკრეტული გამონათქვამები კანონის რომელ მუხლს არღვევს“. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვანომ გააწყვეტინა: – „არ არის ახლა ამ სისულელეების დრო, ახლა თეორიების და ჰაერში ფრენის დრო არ არის, ლაპარაკია ამ ბოზების ბოლომდე ჩატ…აზე. შექმნით ჯგუფებს. პირველად რომ დაბეთქავენ ვიღაცას, მერე ისეთ აზარტში შევლენ, ვერ გააჩერებთ. ეს ბევრჯერ გამოვცადეთ. ორი საქმე კეთდება: ბოზები იტ……ან და ჩვენი რიგები მტკიცდება. არ შეიძლება, ახლა ჩვენ ერთმანეთზე ვეჭვიანობდეთ, ასე გადავჭამთ ერთმანეთს. ამიტომ ვინც ჩვენიანია, საქმით უნდა დაამტკიცოს. თუ ვინმე ბიზნესმენია შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ, კეზერაშვილს უთხარით და მიხედავს. ეპარქიებთან იმუშავეთ, იმ ბიზნესმენებთან, ვინც ეპარქიებს ეხმარებიან, რომ ხალხს სისულელეები არ ელაპარაკონ. მიტინგზე გადახედეთ – ყველას გვყავს ნაცნობი სპორტსმენი, მსახიობი, ეგეთი ტიპები, დაურეკეთ, გადმოიბირეთ, დაარწმუნეთ, შეაშინეთ, თუ გინდათ – მოისყიდეთ, ოღონდ ფული არ მომთხოვოთ (იცინის). ამაზე გამახსენდა, ონაშვილზე რა ქენით? ჩემთან გვყავდა და მივხედეთ, ყველაფერი წესრიგშია. უპასუხა ახალაიამ. აი, ასეა ხვებთანაც.  ეს სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებებია, დანარჩენს მერე მოვ….ავთ დედებს.ერთი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ. მთავარია, მიტინგზე წასვლის შეეშინდეთ, ცემა არის ამის წამალი. გაიგეთ, ვინ არიან მათი ნათესავები, მამა, ბიძაშვილი… ზოგზე ასე ვიმოქმედებთ, ზოგზე – ისე, ზოგი გაილახება, ზოგთან ფინანსური შევა, ზოგს – ჯიბეში ნარკოტიკი. ყოფილი პოლიციელები გამოსულან მიტინგზე. დედებს მოვ…..ვთ, უკვე მოვნახეთ წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატიმრები, რომლებიც დაწერენ, როგორ აწამებდნენ ის პოლიციელები თავის დროზე. ამათ გავუნახევრებთ, იმათ შევყრით. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და მთავარია სიმტკიცე. დალაქიშვილს ყოფა აქვს სატირებელი „დვურუშნიკობისთვის. დაურეკეს და ბლოკების დალაგება უთხრეს. ვითომ დაალაგა. ჯერ ერთი, თუ დებ, ისეთი დადე, ხელით ვერ გაწიონ, თან ორმოცდაათ ადგილას დარეკა და ატეხა პანიკა. ეს არის ჩათლახობა“. მერე ისევ სიცილით გააგრძელა: „- სულ წუხდა ბობოხიძე და დანარჩენებიც, გუბერნატორებს ფუნქცია და უფლებები არ გვაქვსო. აჰა, უფლებებიც გაქვთ და ფუნქციაც, გამოიყენეთ. რა დრო დაგვიდგა, კაკო, შენი დახმარება რომ გვჭირდება?“„კაკო სიტყვის მასალად თქვა, ადრესატი ყველა გუბერნატორი იყო. „- ხვალიდანვე შეუდექით საქმეს, დაუძახეთ კონსტიტუციურს, პოლიციის უფროსებს და გააკეთეთ შტაბები. თბილისს ჩვენ მივხედავთ.შეხვედრის დასასრულს შემოვიდა უგულავაც. მაგიდასთან არ მოსულა, ვანოს მაგიდასთან იჯდა და იქიდან გვისმენდა. უკვე ვიშლებოდით, როცა მოვიდა გია ნაცვლიშვილი და იკითხა, რაზე საუბრობდითო. ახლა შენი გულისთვის თავიდან ვერ დავიწყებ, დარჩი და მიხვდებიო. წამოვედით. დარჩნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, ახალაია, გაბაშვილი, კირკიტაძე, ნაცვლიშვილი… შეიძლება სხვა ვინმეც. ვასილ მაღლაფერიძე, 2007 წლის 5 ნოემბერი“.როგორც ვასილ მაღლაფერიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ეს ძალიან მალე თარგმნეს ინგლისურად და მაშინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები საქმის კურსში ჩააყენა.„იმ ქალბატონის მხრიდან, ვინც ეს ტექსტი თარგმნა, იყო გმირობა. სოზარმა ჩააყენა საქმის კურსში ვატიკანის ელჩი, რომელიც ძალიან კარგი კაცი იყო. პირადად მან მითხრა, ყველაფერს ვიზამ და გვერდით დაგიდგებიო, ასევე თომას ჰამერბერგი, პიტერ სემნები, ამერიკის ელჩი. ამ წერილებს ვაძლევდით. ერთ-ერთ ელჩს ინგლისურად ნათარგმნს ვაწვდი. ყველამ გამომართვა, ერთ-ერთ ელჩს რომ გავუწოდე, ხელები უკან წაიღო. ეს ჩემთვის არის კინოკადრი. მას არ უნდოდა აეღო – აი, რომ არ გინდა, რაღაც გაიგონო. რომ მოისმინა, ამ ამბავმაც კი დატანჯა, რადგან ყველაფერი ისედაც ნათელი იყო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ვასილ მაღლაფერიძეს ჰკითხა: „რომელ წელს შეხვდით ელჩს, ხელები რომ უკან წაიღო და ვინ იყო?, რაზეც მაღლაფერიძემ უპასუხა:„ალბათ 2008 წლის თებერვალი იყო, რომ ვთარგმნეთ. გამიჭირდება დაკონკრეტება, ვინ იყო. ან ამერიკის ელჩი იყო, ან პიტერ სემნები“.თეა წულუკიანმა ვასილ მაღლაფერიძეს ასევე მიმართა, თათბირთან დაკავშირებით რაც წაიკითხა, კომისიას დაუტოვოს, რომ დასკვნის შედგენისას გამოიყენონ.

ალექსანდრე მეგუთნიშვილი

პოლიტიკა 1747898385

დავით კოდუამ მითხრა, ხომ იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთო - „ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ისაუბრა.ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადებით, სოფელ წინანდალში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმრო რედისონის წინ მდებარეობს, 2009 წელს ძმებმა დავით და ერეკლე კოდუებმა დაიბარეს და აიძულებდნენ მის გაყიდვას 15 000 ლარად.„2004 წელს გადატრიალების შემდეგ მე ბიზნეს საქმიანობა დავიწყე ჩემს მეგობართან ელდარ მილდიანთან ერთად.2009 წლის სექტემბერში ქარხანაში მოვიდა პიროვნება, ვინმე პაატა გოგიაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ კოდუებს დაასახელა ერეკლე და დათო ჩვენთან უნდოდათ გასაუბრება. ჩვენ მათთან არანაირი ბიზნეს გადაკვეთა არ გვქონია, გაგვიკვირდა კოდუებს ჩვენთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ. ერეკლე კოდუა იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე, დავით კოდუა კი ე.წ ბიზნესმენი, თუ რამე აქვთ მოპოვებული ყველაფერი წართმევით.მეორე დღეს ჩვენ უნდა შევხვედროდით მათ ქავთარაძეზე ლეჩკომბინატში. ჩამოვედით, შეგვიყვანეს კოდუას კაბინეტში. შესავალი იყო ასეთი თქვენ ხომ გვიცნობთ ჩვენ ვინ ვართ. დღეს ერეკლე კოდუამ, მეორე ძმამ ვერ შეძლო მოსვლა სამსახურებრივი სიტუაციიდან გამომდინარე და ჩვენ დათო კოდუა გველაპარაკებოდა, რომ ჩვენ გვქონდა წინანდალში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას 3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი , რომელიც 2007 წელს იქნა აუქციონზე შეძენილი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეს წარმოადგენს სასტუმრო რედისონის წინა ეზოს. ტყესა და რედისონს შორის იყო ჩვენი 3 ჰექტარი ნაკვეთი. დავალება იყო ასეთი, რომ ეს ნაკვეთი უნდა გადაგვეფორმებინა მათთვის. ეს ის ნაკვეთია, სადაც დღეს ვენახია გაშენებული“,- განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.მეგუთნიშვილის თქმით, მას დავით კოდუა დაემუქრა "ხომ იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთო".„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რადგანაც ვალი არავისი არაფერი გაგვაჩნდა. რატომ უნდა დამეთმო ეს ნაკვეთი. ვუთხარით რომ ჩვენ თავად გვქონდა მონახაზი და გვყავდა ბიზნეს პარტნიორიც, რომელსაც ველოდებოდით, ნაკვეთი გავასუფთავეთ თავის დროზე ბარდით და ჯაგით იყო სავსე. მათ თქვეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ და შემოგვთავაზეს 15 000 ლარი. რაზეც ჩემმა პარტნიორმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ფულს არ ავიღებდით. დავით კოდუამ მითხრა, ხომ იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება ყველას კისრებს დავამტვრევთო. ეს ის პერიოდია როდესაც მათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, რასაც უნდა იმას რომ აკეთებდნენ ის პერიოდია. ჩვენ ვუთხარით, რომ თანხა არ გვინდოდა და სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი მოეცათ. იქვე იყო პატარა ნაკვეთი და შევთავაზეთ იმაში გაეცვალათ.ორი დღის შემდეგ ჩამოგვიყვანეს ისევ ლეჩკომბინატში. გვითხრეს, რომ ის თქვენი დასახელებული ნაკვეთი პრეზიდენტს სჭირდება, სააკაშვილის გვარი ახსენა. თქვენ ხვალ ეს ნაკვეთი უნდა გადმოაფორმოთ ჩვენზე, თუ არა და ცუდადა წავა ეს საქმეებიო. ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო 2009 -2010 წლები, მათი გაფურჩქნის წლები. „ომი მოგებულია“, ნაზეიმარი აქვთ რასაც უნდა აკეთებდნენ“,-განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

გიორგი მამაცაშვილი

პოლიტიკა 1747736390

გიორგი მამაცაშვილი: ე.წ. ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე უტიაშვილი გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი 26 მაისს რეზინის ტყვიით არ დაზიანებულაო, ტაქსისტები თუ დაზიანდნენო. ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო. მეორე დღეს იდგნენ სისხლით მორწყულ რუსთაველზე და გიორგი ვაშაძე ორდენებს იღებდა სააკაშვილისგან - აი ამ ხალხის ხელში იყო ეს ქვეყანა

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2003 წლის ნოემბრიდან ყოველი დღე თენდებოდა იმისთვის, რომ ან ქონება ჩაეგდო სააკაშვილის რეჟიმს ხელში, ან მილიონები ჩაეტანა რომელიღაც მდიდარს ან ჩინოვნიკს და შეევსო ამით მათი პირადი თუ ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტი, თუ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ გაენეიტრალებინათ და არ ყოფილიყვნენ წონადი ფიგურები ან ორგანიზაციები, მედია საშუალებები, მე არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს, - ასე უპასუხა ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, გამომცემლობა „სამშობლოდან“ მომუშავეების გამოდევნა ქონებრივი თემა იყო თუ აზრის ჩახშობის მცდელობა.მისივე თქმით, იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს მაშინაც და დღესაც „ფეხზე ეკიდათ“ რედაქციები.„შუა რუსთაველზე ამხელა ქონების ხელში ჩაგდება არ იყო პატარა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტთა გუნდიც მზად იყო საიმისოდ, რომ შესულიყო ამ თემაში მოლაპარაკებაში და „სამშობლო“ გამოესყიდათ ჟურნალისტურ რედაქციებს, ამაზე რა თქმა უნდა იმ პერიოდის ხელისუფლება არ წამოვიდოდა და არც წამოვიდა, გადაიფორმეს ავტომატურად მთლიანად და შემდეგ თემურ უგულავას მისცეს 1 ლარად. რედაქციები, მაპატიეთ ჟარგონისთვის, მაშინაც ფეხებზე ეკიდა იმ ხელისუფლებას და იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს და დღესაც ფეხებზე კიდია, იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ ვიტყვი, რომ ეკა კვესიტაძე არის ჟურნალისტი. ეკა კვესიტაძე ე.წ. ჟურნალისტი, მისი მეუღლე უტიაშვილი მაშინ გახლდათ ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი და პიარის ამბებში იყო ჩართული, გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი 26 მაისს რეზინის ტყვიით არ არის დაზიანებულიო, სიცრუეაო. შემდეგ უფრო ცუდი განცხადებაც გააკეთა, დიდი დიდიო ტაქსისტები თუ დაზიანდნენო, თითქოს ტაქსისტები ადამიანები არ იყვნენ და ის ნაგავი მართლა, ლევან ხაბეიშვილი, ამას ბოდიშის მოხდის გარეშე და უაპელაციოდ ვამბობ, ნაგავი ლევან ხაბეიშვილი, 2011 წლის 27 მაისს გამოვიდა და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო. აი ამ ხალხის ხელში იყო ეს ქვეყანა და ამ ხალხს უნდა დღეს კიდევ აქ მორალის კითხვა. მეორე დღეს იდგნენ სისხლით მორწყულ რუსთაველზე და გიორგი ვაშაძე, ეს ბეყე, ჭიჭე ვაშაძე ორდენებს იღებდა სააკაშვილისგან“, - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

ბესიკ დანელია

საზოგადოება 1746444857

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ბესიკ დანელია - ფურცელაძის ქუჩაზე, სადაც ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით, მოვიდა დაახლოებით 50-მდე კუდი-ს წარმომადგენელი. 6 ახალგაზრდა დაჭრეს იმ დღეს. ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები

„რაც შეეხება რეჟიმის წინააღმდეგ ჩემს ქმედებებს. პირველად აქციაზე გამოვედი 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. როდესაც ახალგაზრდა კაცი წამებით მოკლედ იმის გამო, რომ თავის მეგობარ გოგონას მიაკითხა, რომელიც სუფრასთან იმყოფებოდა ახალაიებთან და თაკო სალაყაიასთან, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ერთად“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესიკ დანელიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.ბესიკ დანელია 7 ნოემბრის და 6 მაისის მოვლენებს იხსენებს.„2006 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა აქციას ვესწრებოდი. ვარ 2007 წლის 7 ნოემბრის დაზარალებული. სპეცრაზმთან ერთად ისე გამისწორდნენ ზონდერები, რომ ორი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი, შეიძლება მეტიც. ასევე, ვარ 2009 წლის 6 მაისის დაზარალებული, როდესაც აქციიდან წავედით, რომ გავიგეთ, ახალგაზრდებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ სამმართველოს შენობაში და იმ დღესაც პლასტიკური ტყვიებით, აკრძალული მეთოდებით ისეთ დღეში ჩაგვყარეს, რომ უმძიმესი დღე იყო, ვინაიდან, ჩემ გვერდით, ირაკლი ხომასურიძემ დაკარგა თვალი. მე მომხვდა ერთი ტყვია ყურში, ერთი კისერში, ერთი მუხლში. ეს იყო არნახულად მძიმე დღე. შემდეგ გავეშებული პოლიციელები, გამოვარდნენ სამმართველოს შენობიდან, ხელში ჯაჭვებით და რკინის ე.წ. ხელკეტით. გამეტებით ურტყამდნენ ხალხს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ამის შემდეგ იყო ფურცელაძის ქუჩა, სადაც კუდ-ელებმა 6 ადამიანი დაგვიჭრეს. ახალგაზრდებს მოგვმართეს, ე.წ. ზონდერი სპორტსმენები, რომლებიც ჰყავდა სააკაშვილს, მე რამდენადაც ვიცი ესენი იყვნენ უშუალოდ გიგი უგულავას ხელმძღვანელობის ქვეშ, ვინაიდან გაფორმებული იყვნენ ქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურში, სადაც იღებდნენ ხელფასებს და ხელფასებს იღებდნენ აქციებიდან ხალხის მოპარვაში, ხალხის ცემაში. ფურცელაძის ქუჩაზეც ასეთი რამ მოხდა, ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით იქ, ასევე იყვნენ 35-40 წლის ხალხიც და ამ დროს, მოვიდა დაახლოებით 50-მდე ზონდერი კუდ-ელი, კუდი-ს სამსახური იყო, და 6 ახალგაზრდა დაიჭრა იმ დღეს. ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები, ისროდნენ რკინის ბურთულებს, ის რომ კაცს თავში მოგხვდებოდა, ჯობდა, ტყვია მოგხვედროდა“ - განაცხადა ბესიკ დანელიამ.

ვალერი გელაშვილი

სამართალი 1746432273

ვალერი გელაშვილი: ლიეტუვის პრეზიდენტი ადამკუსი შეხვდა სააკაშვილს და გააფრთხილა, ხელს მოჰკიდებ ვალერი გელაშვილს და ვეღარ გაპატიებო - ამის გამო აღარ მეხებოდა სააკაშვილი, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა, პარლამენტიდან როგორ გავეგდე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მისი უფლებების ხელყოფის ფაქტებზე საუბრობს.როგორც გელაშვილი იხსენებს, ლიეტუვის მაშინდელი პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, რომ თუ ვალერი გელაშვილს იგი კვლავ შეეხებოდა, ადამკუსი იძულებული იქნებოდა, რეაგირება მოეხდინა.მისივე განცხადებით, ამ გაფრთხილების გამო, სააკაშვილი აღარ ეხებოდა და დაცვაც დაუნიშნა, თუმცა, შემდეგ ფიქრობდა, თუ როგორ გაეგდო პარლამენტიდან.„ვიცი, რომ ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, ხელს მოჰკიდებ ვალერი გელაშვილს და ვეღარ გაპატიებო. გააფრთხილა, რომ თუ შეეხები გელაშვილს, ჩემი ოჯახის წევრები ლიეტუვის მოქალაქეები არიან და ამიტომ, იძულებული ვიქნები რეაგირება მოვახდინოო. ამის გამო, მგონი, აღარ მეხებოდა სააკაშვილი. დამინიშნა დაცვა, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა, პარლამენტიდან როგორ გავეგდე. 2006 წელს საპროცედურო კომიტეტზე ინიციირება გააკეთეს, ვითომ, საბუთებს ჩემი ბიჭი აწერდა ხელს, ისიც ვალერი გელაშვილია. მოიტანეს საბუთი, აგერ, ვალერი გელაშვილი ბიზნეს საქმიანობას ხელს აწერსო, მე ვუთხარი, ჩახედეთ, 1985 წელშია ის დაბადებული-თქო, მაგრამ არავინ მომისმინა, [ხათუნა] გოგორიშვილი იყო მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, გაიტანეს სხდომაზე, ცალმხრივად კენჭი მიყარეს და გამიშვეს პარლამენტიდან შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით.“ - აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.ცნობისთვის, გამოძიების მასალების თანახმად, 2005 წელს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჩამორთმეული ქონების გამო და ბრალს სდებდა და აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს, ყოფილი პრეზიდენტის მითითებით, თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე. ასევე 2018 წელს, გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.