უკრაინული გამოცემის სკანდალური სტატია სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეზე - „ზაფხულში ისინი ოდესაში ისვენებდნენ"

misha, sofo, liza

დაახლოებით ერთი წლის წინ, სწორედ გამოცემა strana.news-ი წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ახალი გატაცება, ლიზა იასკოა. თუმცა, გასული წლის მიწურულს, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მომღერლისგან შვილის ყოლა აღიარა.

გამოცემამ გაავრცელა ფოტოები, რომლის მიხედვით ამტკიცებენ, რომ სოფო ნიჟარაძე გასულ ზაფხულს მასთან (მიეილ სააკაშვილთან) ოდესაში იყო,“ - სწორედ, ამ სათაურით გამოაქვეყნა გამოცემამ სტატია.

„ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, 36 წლის სოფო ნიჟარაძემ, ქალიშვილთან ერთად ახალი წლის ღამეს, ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე იმღერა. სოფო რამდენჯერმე გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის მეგობართან, ვახტანგ კიკიაბიძესთან ერთად,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

 

გასულ ზაფხულს გამოცემამ გადაიღო ფოტო, რომელზეც ჩანს ქალი, მიხეილ სააკაშვილის აპარტამენტში.

სააკაშვილის აქვს პენტჰაუსი ელიტარულ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. „სტრანას“ ობიექტივში კი მოხვდა შავთმიანი ქალი, რომელიც სუფრას ალაგებს. მიხეილის სამზარეულოში მოფუსფუსე ქალი ძალიან გავს მომღერალს. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ზაფხულში სოფო და მისი ქალიშვილი მართლაც იყვნენ ოდესაში, პარკებსა და ზღვის სანაპიროზე სეირნობდნენ. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ იასკოსა და მიხეილ სააკაშვილს უკვე ურთიერთობა ჰქონდათ.

„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიშა და ლიზა წელიწადნახევარი-ორი წელია ერთად არიან“,- წერს გამოცემა.

Strana.ua-ს ცნობით, ლიზას ნოემბრეში კოვიდი დაუდასტურდა, სწორედ რამდენიმე კვირაში დაინფიცირდა სააკაშვილი.

„წყვილი სააკაშვილის სახლიდან სხვადასხვა ფოტოებს ტვირთავდა, ლიზას საყვარელ ძაღლთან ერთად, ჩაკრასთან ერთად, რომელიც პოლიტიკოსს დაბადების დღეზე აჩუქეს.

გამოცემა, წერს, რომ „მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ლიზა ბედნიერებისგან ანათებს“

 

ასევე ნახეთ - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე უკრაინის ჰიმნი შეასრულა