ნიკოლაშკას [შვილს] ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება - სააკაშვილი ლუკაშენკოს

ნიკოლაშკას [შვილს] ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება

მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართავს სოხუმში მის „ვიზიტთან“ დაკავშირებით და ამბობს, რომ მას კიდევ აქვს შანსი, სიტუაციიდან გამოვიდეს.

„ახლა შენ ჯერ კიდევ გაქვს შანსი, ამ სიტუაციიდან გამოხვიდე. თუკი აღიარებ აფხაზეთს და, განსაკუთრებით, თუკი შენი ტერიტორიიდან ადგილი ექნება უკრაინაში მორიგი შეჭრის მცდელობას, შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრული იქნება“, – სწერს სააკაშვილი ლუკაშენკოს.

„მინახავს ნიკოლაშკას [ლუკაშენკოს შვილის] ფოტოები, ძალიან სიმპათიური ბიჭია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება“, – მიმართავს მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს.

ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მომხდარს მკაცრად გმობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

ფაქტის გამო შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო პარტნიორებმა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტი“ დაგმო.

28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.